08:14 23 ოქტომბერი 2017
პირდაპირი ეთერი
ვერტმფრენი ხანძარს აქრობს

საქართველოში ამიერკავკასიაში პირველი შვეულმფრენის სიმულატორი დაამზადეს

© FB / Ministry of Internal Affairs of Georgia
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
განათლება საქართველოში (34)
24 0 0

პროფესიონალი პილოტის მოსამზადებლად მსურველთა ჩაწერა 15 ოქტომბრამდე გაგრძელდება

თბილისი, 13 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტში ამიერკავკასიაში პირველი შვეულმფრენის სიმულატორი გამოჩნდა, რომელიც მომავალი პიოლოტების მომზადებას მოემსახურება, იუწყება გაზეთი „საქართველოს რესპუბლიკა" ფონდ „ათასწლეულის გამოწვევა — საქართველოზე" დაყრდნობით.

შვეულმფრენის სიმულატორი საკონკურსო გრანტის „პროფესიული განათლება ეკონომიკის განვითარებისთვის" ფარგლებში ფონდის მხარდაჭერით დამზადდა. ახალი მოწყობილობის წყალობით სტუდენტები შეძლებენ პრაქტიკის გავლასა და ვერტმფრენის მართვის შესწავლას.

„ამიერკავკასიაში ამ სიმულატორის ანალოგი არ არსებობს. ამ დრომდე საქართველოში ვერ ვამზადებდით შვეულმფრენის პილოტებს და ძირითად შემთხვევაში მსურველები უკრაინაში გადიოდნენ პროფესიულ კურსებს. ახლა შევქმენით შვეულმფრენის პილოტის მოსამზადებელი პროფესიული პროგრამა, რომლის ფარგლებშიც 2-წლიანი სწავლების შემდეგ საქართველოში მომზადებული პროფესიონალები გვეყოლება", — განაცხადა საავიაციო უნივერსიტეტის რექტორის მოადგილემ, გიორგი ინასარიძემ.

ამჟამად ავიასიმულატორს ტესტირებას ლიტველი ექსპერტი ანდრეი სიდორენკსი უტარებს.

პილოტების პროფესიული მომზადების პროგრამის კურსდამთავრებულები მუშაობას შეძლებენ როგორც ადგილობრივ, ისე უცხოურ ავიაკომპანიებში.

სტუდენტების მიღება პროგრამაზე 15 ოქტომბრამდე გაგრძელდება.

პროექტის „პროფესიული განათლება ეკონომიკის განვითარებისთვის" რეალიზებისთვის გამოიყო 16 მილიონი 140 მილიონი აშშ დოლარიდან, რომელიც ფონდმა „ათასწლეულის გამოწვევა" საქართველოსა და აშშ-ს შორის გაფორმებული მეორე კომპაქტის ფარგლებში გამოყო.

მეორე კომპაქტი ითვალისწინებს პროექტების განხორციელებას 2019 წლამდე, რაც მიზნად ისახავს განათლების სფეროს განვითარებას ინჟინერიის, ტექნოლოგიებისა და საბუნებისმეტყველო ასევე ადამიანური კაპიტალის სფეროებში. კომპაქტს ქვეყნების მთავრობებმა ხელი 2013 წელს მოაწერეს.

ფონდი „ათასწლეულის გამოწვევა — საქართველო" საქართველოში 1992 წლიდან მუშაობს. პირველ კომპაქტს ქვეყნისთვის 295,3 მლნ აშშ დოლარის ფინანსური დახმარების გამოყოფის შესახებ საქართველოს მთავრობამ და Millennium Challenge Corporation-მა 2005 წელს მოაწერეს ხელი. 2008 წლის ოქტომბერში თანხის 100 მილიონით გაზრდის გადაწყვეტილება მიიღეს. ხუთწლიანი პროგრამის მიზანი იყო საქართველოს სხვადასხვა რეგიონში სიღარიბის დონის შემცირება და ეკონომიკური ზრდის სტიმულირება.

 

თემები:
განათლება საქართველოში (34)

მთავარი თემები