„თელასი" მოსახლეობას აფრთხილებს

გამოწერა
გეგმიური სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქის სხვადასხვა უბნებში ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეიზღუდება

თბილისი, 13 ოქტომბერი — Sputnik. სააქციო საზოგადოება „თელასი" იუწყება, რომ 13 ოქტომბერს გეგმიური სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქში ელექტროენერგიის მიწოდება შეიზღუდება. 

საბურთალოს რაიონი

10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიღმის სასწავლო მეურნეობის, დიდი დიღმის IV მიკრორაიონის და მეფე არჩილის ქუჩის მაცხოვრებლებს.

11:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიღმის სასწავლო მეურნეობის, აღმაშენებლის ხეივნის, ღლონტის, შარაშიძის და ჩოხელის ქუჩების მაცხოვრებლებს.

ისნის რაიონი

11:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბერი გაბრიელ სალოსის გამზირის (ნაწილობრივ) და ბოგდან ხმელნიცკის ქუჩის მაცხოვრებლებს.

გლდანის რაიონი

10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ავჭალის სამხედრო დასახლების, მეტრო ახმეტელის მიმდებარე ტერიტორიის, შეშელიძის, ხევძმარის, გობრონიძის, შენგელიას და ხიზანიშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.

ვაკის რაიონი

11:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: უნივერსიტეტის ქუჩის მაცხოვრებლებს.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

ყველა ახალი ამბავი
0