ქართველები სოჭში ახალგაზრდობისა და სტუდენტობის მსოფლიო ფესტივალზე მიემგზავრებიან

© Sputnik / Agnes Papazianახალგაზრდობისა და სტუდენტობის ფესტივალის ქართველი მონაწილეები შეხვედრაზე თბილისში
ახალგაზრდობისა და სტუდენტობის ფესტივალის ქართველი მონაწილეები შეხვედრაზე თბილისში - Sputnik საქართველო
გამოწერა
ახალგაზრდობისა და სტუდენტობის მსოფლიო ფესტივალის მონაწილეები სოჭში გამგზავრებამდე გასაცნობად შეხვდნენ ერთმანეთს.

თბილისი, 11 ოქტომბერი — Sputnik. სოჭის ახალგაზრდობისა და სტუდენტობის მსოფლიო ფესტივალის ქართული დელეგაციის მონაწილეებმა ტრენინგები გაიარეს გუნდის ჩამოყალიბების საკითხებზე, ასევე განიხილეს მგზავრობის საორგანიზაციო დეტალები.

ფესტივალის ქართულ დელეგაციაში 87 მონაწილეა. მათ შეხვედრა გამართეს, რათა უკეთ გაიცნონ ერთმანეთი, გაიგონ, რა აინტერესებთ სხვა მონაწილეებს, ასევე, რათა დაიყონ მინი-გუნდებად. ტრენინგზე განიხილეს ისეთი საკითხები, როგორიცაა კულტურა, მეცნიერება და სპორტი. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ფესტივალზე გამოფენის მომზადებას, სადაც მონაწილეები საქართველოს წარმოადგენენ.

"გუნდის შეკვრისთვის ძალზე მნიშვნელოვანია ყურადღების კონცენტრაცია, სინერგია და, უბრალოდ, ერთმანეთის მოსმენა", — განაცხადა ბიზნეს-ტრენერმა ეროვნული მოსამზადებელი კომიტეტიდან ქეთევან ჯაფარიძემ.

ახალგაზრდებმა ასევე განიხილეს ადმინისტრაციული საკითხები. ისინი ფესტივალის სხვა მონაწილეებთან ერთად ოლიმპიურ სოფელში ცხრა დღის განმავლობაში იცხოვრებენ. მათ განკარგულებაში იქნება მრავალი ოლიმპიური ობიექტი: ყინულის "დიდი" სასახლე, სპორტის ყინულის სასახლე "აისბერგი", "ადლერ-არენა" და სხვა.

"ძალიან მნიშვნელოვანია ორგანიზაციული მომენტები, რომელთა გადაჭრაც ახლა ადვილად შეიძლება, მაგრამ უკვე სოჭში შეიძლება ხელი ძალიან შეგვიშალოს. მაგალითად, პირად კაბინეტში პერსონალური მონაცემების სიზუსტე ან კავშირის საშუალება გუნდის შიგნით", — განაცხადა ქართული მოსამზადებელი კომიტეტის წევრმა ნესტან ჩიტაიამ.

© Sputnik / Agnes Papazianეროვნული მოსამზადებელი კომიტეტის წევრი ნესტან ჩიტაია
Член грузинского Национального подготовительного комитета ВФМС Нестан Читая - Sputnik საქართველო
ეროვნული მოსამზადებელი კომიტეტის წევრი ნესტან ჩიტაია

მონაწილეები სოჭში თბილისიდან 13 ოქტომბერს გაემგზავრებიან. მგზავრობის ორგანიზებას დაეხმარნენ სპონსორები, რომელთა ვინაობა ცნობილი არ არის.

მსოფლიო ფესტივალზე, რომელიც 14-22 ოქტომბერს სოჭში გაიმართება, მონაწილეობას 186 ქვეყნის 20 ათასი წარმომადგენელი მიიღებს. ფესტივალის მონაწილენი არიან 18-დან 35 წლამდე ასაკის სხვადასხვა პროფესიის ადამიანები.

 

ყველა ახალი ამბავი
0