„თაკო, ცოტა არ იყოს, შეგვეშინდა“, ანუ GWP-ს ორიგინალური პასუხი განრისხებულ აბონენტს

გამოწერა
თაკო სონღულაშვილის პოსტს GWP ოპერატიულად და მეტად ორიგინალურად გამოეხმაურა, რითიც ახალგაზრდა აბონენტის გული საბოლოოდ მოიგო.

თბილისი, 11 ოქტომბერი — Sputnik. დედაქალაქში წყლის გამანაწილებელი კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენ ფაუერის“ აბონენტმა, თბილისში, ორთაჭალის ქუჩაზე მცხოვრებმა თაკო სონღულაშვილმა გუშინ, სამშაბათს „ფეისბუქის“ მეშვეობით GWP-ს ერთგვარი ულტიმატუმით მიმართა.

„hi there! Georgian Water and Power — GWP LTD, Official — ორთაჭალის ქუჩაზე 6 საათზე წყალი თუ არ იქნება, საკუთარ პოსტებზე პასუხს არ ვაგებ! 9-ზე გაკვეთილზე უნდა ვიყო!“ — წერდა საკუთარ პოსტში უწყლობით შეწუხებული გოგონა.

თაკო სონღულაშვილის პოსტს GWP ოპერატიულად და მეტად ორიგინალურად გამოეხმაურა. მათ სპეციალური ვიდეომიმართვა ჩაწერეს და გოგონას ფეისბუქ-გვერდზე ატვირთეს, რითიც მისი გული საბოლოოდ მოიგეს.

„გული ამიჩუყდა!“ — დაწერა თაკო სონღულაშვილმა.

ყველა ახალი ამბავი
0