ქართველ მასწავლებელს მილიონი აშშ დოლარის მოგების შანსი აქვს

გამოწერა
ვლადიმერ აფხაზავამ "მასწავლებლის ეროვნული ჯილდო" მიიღო, რითაც საშუალება ეძლევა კონკურსში The Global Teacher Prize-ში მონაწილეობა მიიღოს და ერთი მილიონი აშშ დოლარი მოიგოს

თბილისი, 6 ოქტომბერი — Sputnik. ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩიბათის მასწავლებელმა ვლადიმერ აფხაზავამ „მასწავლებლის ეროვნული ჯილდო" და 10 ათასი ლარის ოდენობით ფულადი პრიზი მიიღო, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

ამ გამარჯვებით აფხაზავას შესაძლებლობა ექნება მასწავლებლების საერთაშორისო კონკურსში „მასწავლებლის მსოფლიო პრემია" (The Global Teacher Prize) მონაწილეობა მიიღოს და ერთი მილიონი აშშ დოლარი მოიგოს. გამარჯვებულის დაჯილდოების ცერემონია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავას ხელმძღვანელობით, თბილისის საკრებულოში გაიმართა.

ალექსანდრე ჯეჯელავა - Sputnik საქართველო
განათლების მინისტრმა ახსნა, თუ რატომ აქვთ პედაგოგებს დაბალი ხელფასი

„დიდი მადლობა ჟიურის ყველა წევრს, დიდი მადლობა ხათუნა ცერცვაძეს, ჩემს პროვაიდერს, რომელიც მე ბავშვების აღზრდაში მეხმარება, დიდი მადლობა ჩემს სკოლას. მე მინდა, რომ მთელმა მსოფლიომ გაიგონოს ქართველი პედაგოგის სიტყვა. მსოფლიოს ჩემს სიტყვას ნამდვილად ვეტყვი და ეს თქვენი სიტყვებიც იქნება. ყველას დიდი მადლობა", — განაცხადა აფხაზავამ დაჯილდოების ცერემონიაზე.

კონკურსში „მასწავლებლის ეროვნული ჯილდო" 114-მა პედაგოგმა მიიღო მონაწილეობა. აფხაზავას გარდა, კონკურსის ფინალისტები გახდნენ: ეკა წულუკიძე — მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ფარის საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი; ნათია ფურცელაძე — ქ. თბილისის კერძო სკოლა "ქორალის" ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი; ნინო აბულაძე — ქ. თბილისის N 43-ე საჯარო სკოლის ისტორიის მასწავლებელი; თეა ნონიკაშვილი — გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდისთავის საჯარო სკოლის ბიოლოგია/ბუნებისმეტყველების მასწავლებელი.

„მასწავლებლის ეროვნული ჯილდო" გლობალური კამპანიის The Global Teacher Prize ნაწილია. პრემიას ფონდი Varkey GEMS Foundation ყოველწლიურად გადასცემს ყველაზე გამოჩენილ პედაგოგს მოწინავე შეხედულებებით, რომლებიც ყურადღებას იჩენენ თავიანთი მოსწავლეების მიმართ და წარმატების სურვილს უჩენენ მათ და ირგვლივ მყოფ ადამიანებს.

სკოლის მოსწავლეები - Sputnik საქართველო
როგორ გავხდეთ მილიონერი – მასწავლებლებს შანსი მიეცათ

The Global Teacher Prize-ის გამარჯვებულის გამოვლენისას რამდენიმე კრიტერიუმის გათვალისწინება ხდება: მასწავლებლის მიღწევების აღიარება სკოლასა და მის ფარგლებს გარეთ; სწავლების ინოვაციური და ეფექტური მეთოდების გამოყენება; მიღწევები სკოლის მიღმა; მასწავლებლის პროფესიის შესწავლით სხვების დაინტერესება; წვლილი პროფესიის საზოგადოებრივ განხილვაში; კლასში მოსწავლეების სწავლისას თვალსაჩინო შედეგები; ბავშვების აღზრდა გლობალიზაციის კალაპოტში ზოგადსაკაცობრიო ფასეულობების პატივისცემით.

„მასწავლებლის ეროვნული ჯილდო" კოალიცია "განათლება ყველასათვის — საქართველოს", მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრსა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შორის გაფორმებული მემორანდუმის საფუძველზე, 2017 წლის 13 მაისს დაწესდა.

ვლადიმერ აფხაზავა 1976 წლის 9 იანვარს, სოფელ ნიგვზიანში დაიბადა. 1993 წელს დაამთავრა სოფელ ნიგვზიანის საშუალო სკოლა, 1999 წელს კი წარჩინებით დაამთავრა ბათუმის კოოპერაციული ინსტიტუტის ეკონომიკის ფაკულტეტი. 2010 წლიდან მუშაობს სოფელ ჩიბათის საჯარო სკოლაში სამოქალაქო განათლების მასწავლებლად.

ყველა ახალი ამბავი
0