ბავშვი, რომელიც საბავშვო ბაღის მეორე სართულიდან გადმოვარდა, მაკა ჩიჩუამ მოინახულა

© FB / Administration of the Presidentპირველმა ლედიმ საბავშვო ბაღში დაშავებული ბავშვი მოინახულა
პირველმა ლედიმ საბავშვო ბაღში დაშავებული ბავშვი მოინახულა - Sputnik საქართველო
გამოწერა
პედიატრის განცხადებით, ბავშვის მდგომარეობა უკვე დამაკმაყოფილებელია და პაციენტს რამდენიმე დღეში სახლში გაწერენ

თბილისი, 6 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს პირველი ლედი მაკა ჩიჩუა „მაღალი სამედიცინო ტექნოლოგიების ცენტრის" ბავშვთა განყოფილებას ეწვია და დაშავებული ბავშვი მოინახულა, რომელიც რამდენიმე დღის წინ საბავშვო ბაღის მეორე სართულიდან გადმოვარდა, ნათქვამია პრეზიდენტის ადმინისტრაციის ვებ-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

სამი წლის აღსაზრდელი ზემო ფონიჭალის 206-ე საბავშვო ბაღის მეორე სართულიდან 25 სექტემბერს გადმოვარდა. ბავშვი ქალა-ტვინის ტრავმითა და გულმკერდის ტრავმით მოათავსეს კლინიკაში, სადაც ამ დრომდე გადის მკურნალობის კურსს.

© FB / Administration of the Presidentპირველმა ლედიმ საბავშვო ბაღში დაშავებული ბავშვი მოინახულა
პირველმა ლედიმ საბავშვო ბაღში დაშავებული ბავშვი მოინახულა - Sputnik საქართველო
პირველმა ლედიმ საბავშვო ბაღში დაშავებული ბავშვი მოინახულა

კლინიკის გენერალურმა დირექტორმა, პროფესორმა გოჩა ინგოროყვამ მაკა ჩიჩუას ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.

„ძალიან დიდი მადლობა მინდა ვუთხრა ინგოროყვას კლინიკის ბავშვთა განყოფილებას, რომელმაც მაქსიმუმი გააკეთა იმისთვის, რომ საკმაოდ ტრავმული ბავშვი გამოიყვანა მდგომარეობიდან. მინდა მაქსიმალურად მობილიზებულები ვიყოთ ყველანი, რომ ისეთ სახელმწიფო დაწესებულებებში, როგორიც არის საბავშვო ბაღი, ნაკლებად ხდებოდეს ასეთი სრულიად გაუთვალისწინებელი შემთხვევები და ბავშვი ასე მარტივად არ ვარდებოდეს ფანჯრიდან", — აღნიშნა მაკა ჩიჩუამ.

მომხდარ ინცინდენტთან დაკავშირებით თბილისის ბავშვთა ბაღების გაერთიანების გადაწყვეტილებით, თანამდებობიდან გათავისუფლდნენ №206-ე საბავშვო ბაღის ერთ-ერთი აღმზრდელი და მისი დამხმარე.

 

ყველა ახალი ამბავი
0