19:40 21 ოქტომბერი 2018
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.0921
  • 100 RUB4.1098
  • USD2.6972
თამაზ ელიზბარაშვილის უსახლკაროთა ცხოველთა თავშესაფარი

თბილისის ცხოველთა თავშესაფარს უკიდურეს სისასტიკეში ადანაშაულებენ

© photo: Sputnik / Denis Aslanov
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
თბილისი დღეს (800)
87 0 0

„ცხოველთა დაცვის ფედერაციის“ ხელმძღვანელმა, თემურ ლაჭყებიანმა მიუსაფარ ცხოველთა მუნიციპალური თავშესაფარი სისასტიკეში დაადანაშაულა

თბილისი, 4 ოქტომბერი — Sputnik. „ცხოველთა დაცვის ფედერაციის“ ხელმძღვანელმა, თემურ ლაჭყებიანმა მიუსაფარ ცხოველთა მუნიციპალური თავშესაფარი ინგლისური მარილის (მაგნიუმის სულფატის ჰეპტაჰიდრატი) დახმარებით თავშესაფრის ბინადართა  მკვლელობაში დაადანაშაულა.

„ინგლისური მარილის შეყვანა ცხოველის ორგანიზმში იწვევს მისი სიკვდილს უსასტიკესი მეთოდით… დაახლოებით 200-ძაღლიანი თავშესაფარი ყიდულობს საშუალებას, რომელიც საკმარისია, გაანადგუროს 17 000 ძაღლი და კატა“, — განაცხადა ლანჭყებიანმა პრესკონფერენციაზე.

თავის მხრივ თბილისის მერიის ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს ხელმძღვანელმა თეიმურაზ ფხალაძემ განაცხადა, რომ ძაღლების ევთანაზია დადგენილი წესების მიხედვით ტარდება. მისი თქმით, ევთანაზიისათვის სააგენტო თიოპენტალს იყენებს.

დიდი რაოდენობით მაგნიუმის სულფატის შესყიდვის ფაქტი ფხალაძემ დაადასტურა, მაგრამ აღნიშნა, რომ ეს ნივთიერება სხვა მიზნებისთვის გამოიყენება.

„ინგლისურ მარილს ამას ვერ დავარქმევდი. ეს არის მაგნიუმის სულფატი, რომელიც სხვადასხვა დანიშნულებისთვის გამოიყენება… რაოდენობას რაც შეეხება, ერთჯერადი შესყიდვა მოხდა, ეს არის წლებზე გათვლილი და არ არის სავალდებულო, რომ ეს რაოდენობა დაიხარჯოს წელს“, — განაცხადა ფხალაძემ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ პირველი არხის ეთერში.

თბილისის საკრებულომ 2015 წლის აპრილში მიიღო დადგენილება „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ცხოველების (ძაღლების, კატების) მოვლა-პატრონობის და მათი პოპულაციების მართვის წესის დამტკიცების შესახებ“.

ევთანაზიის საფუძველი შეიძლება გახდეს: აგრესიული ქცევა, რომელიც არ იძლევა ცხოველის თანაარსებობის საშუალებას ადამიანთან ან სხვა ცხოველებთან ურთიერთობის პირობებში, მათ შორის იდიოპათიურ აგრესია (უცაბედი სიბრაზის სინდრომი); ადამიანებისა ან/და ცხოველებისათვის საშიში დაავადება; ძლიერი ტრავმები ან/და დაზიანებებები, რომლებიც არათავსებადია სიცოცხლესთან; III – IV სტადიის ონკოლოგიური დაავადებები; დამბლა, პარეზი და სხვა განუკურნებელი დაავადებები; შეუქცევადი დაუძლურება, მათ შორის სიბერის პროცესის გაღრმავების შედეგად; ფიზიოლოგიური ნაკლი (ახალშობილებში).

 

თემები:
თბილისი დღეს (800)

მთავარი თემები