13:50 18 ივნისი 2018
პირდაპირი ეთერი
  • EUR2.8521
  • 100 RUB3.9193
  • USD2.4602
თბილისის საქალაქო სასამართლო

ციანიდის საქმე: მამალაძის ადვოკატებმა სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივრეს

© FB / Tbilisi City Court Official
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
სკანდალი საქართველოს საპატრიარქოში (43)
36 0 0

ყოფილი დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატებმა, რომელსაც 9 წლით პატიმრობა მიესაჯა, თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას უკანონობა უწოდეს.

თბილისი, 4 ოქტომბერი — Sputnik. ყოფილი დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატებმა, რომელსაც კათალიკოს-პატრიარქის ილია მეორეს მდივან-რეფერენტის, შორენა თეთრუაშვილის მკველობის მომზადებისათვის 9 წლით პატიმრობა მიესაჯა, თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოშო გაასაჩივრეს.

მამალაძეს სექტემბერში 9 წლით პატიმრობა მისაჯა. ის 10 თებერვალს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს, საიდანაც ის გერმანიაში უნდა გაფრენილიყო. მაშინ გერმანიაში სამკურნალოდ ილია მეორე იმყოფებოდა, რომელსაც, სხვებთან ერთად, შორენა თეთრუაშვილიც ახლდა. გამოძიების ინფორმაციით, მამალაძის ბარგში ნატრიუმის ციანიდი, ხოლო სახლში კუსტარულად დამზადებული ცეცხლსასროლი იარაღი და ექვსი ვაზნა იპოვეს.

„ჩვენ გავასაჩივრეთ ის უკანონობა, რომელიც მოსამართლემ ჩაიდინა. თავის თავად, ჩვენ ბრალდებას არ ვეთახმებით და გავასაჩივრეთ ის. ვიმედოვნებთ, რომ სააპელაციო სასამართლო გაიზიარებს ჩვენ საჩივარს", — განუცხადა „Sputnik-საქართველოს“ ადვოკატმა გიორგი ფანცულაიამ.

ყოფილი დეკანოზის ადვოკატებმა, აგრეთვე საზოგადოების გარკვეულმა ნაწილმა გამოძიებას უნდობლობა გამოუცხადეს. ადვოკატები დარწმუნებულნი იყვნენ, რომ საქმესთან დაკავშირებულ სიმართლეს საზოგადოება სასამართლოზე შეიტყობდა, თუმცა პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე ყველა სასამართლო მოსმენა დახურული იყო.

მაშინ პროკურატურამ ეს იმით ახსნა, რომ საქმეს ერთვის ბრალდებულის მობილური ტელეფონიდან მოპოვებული ინფორმაცია, რომელიც ყოფილი დეკანოზის ინტიმური ცხოვრების დეტალებს შეიცავდა და მათი გავრცელება ქართულ მართლამადიდებელ ეკლესიას დააზარალებდა.

რამდენიმე კვირის წინ ქართულმა ტელეკომპანიებმა გაავრცელეს თავად მამალაძის, საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის დაცვის სამსახურის ყოფილი უფროსის სოსო ოხანაშვილის, მისი უწმინდესობის მდივან-რეფერენტის შორენა თეთრუაშვილისა და ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტის, მეუფე დიმიტრის ჩვენებების აუდიოჩანაწერები.

მოწმეთა ჩვენებების გაჟონვასთან დაკავშირებით საქართველოს პროკურატურამ „გამოძიების მონაცემთა გაგავრცელების" მუხლით სისხლის სამართლის საქმე აღძრა და მამალაძის სამივე ადვოკატი გამოკითხვაზე დაიბარა, თუმცა მამალაძის ერთ-ერთმა ადვოკატმა მიხეილ რამიშვილმა მაგისტრი-მოსამართლის დასწრების გარეშე გამოძიების კითხვებზე პასუხის გაცემაზე უარი განაცხადა.

„კითხვები ეხებოდა, თუ რამდენად მქონდა შეხება გასაჯაროებულ ჩვენებებთან. მე ძალიან კონკრეტულად და მოკლედ ვუთხარი, რომ ყველა ამ შეკითხვაზე პასუხს გავცემ მაგისტრი მოსამართლის თანამონაწილეობით. კითხვების არეალი ეხება: თუ ვის შეეძლო აღნიშნული ინფორმაციები მიეწოდებინა ტელევიზიებისთვის და ვინ შეიძლება ყოფილიყო წყარო", — განუცხადა რამიშვილმა ჟურნალისტებს გამოკითხვის შემდეგ.

დაუდასტურებელი ინფორმაციით, პროკურატურის გამომძიებლები იმ მედია-საშუალებების თანამშრომლების გამოკითხვასაც აპირებენ, რომლებმაც ეს აუდიოჩანაწერები გაავრცელეს.

 

თემები:
სკანდალი საქართველოს საპატრიარქოში (43)

მთავარი თემები