განათლების სამინისტრომ წარმატებული მოსწავლეები დააჯილდოვა

© photo: Sputnik / Stringerთბილისის პირველი გიმნაზიის შენობა
თბილისის პირველი გიმნაზიის შენობა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ინფორმატიკაში ეროვნული სასწავლო ოლიმპიადებისა და ტურნირების გამარჯვებულებს კომპიუტერული ტექნიკისა და აქსესუარების შესაძენად ვაუჩერები გადასცეს

თბილისი, 4 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ ინფორმატიკაში ეროვნულ სასწავლო ოლიმპიადებისა და ტურნირების მონაწილე ყველაზე წარმატებული მოსწავლეები დააჯილდოვა, აღნიშნულია უწყების ვებ-გვერდზე განთავსებულ განცხადებაში.

ნიკოლოზ ბირკაძე - Sputnik საქართველო
ქართველი მოსწავლე ინფორმატიკის ოლიმპიადაზე ევროპის ჩემპიონი გახდა

წელს თავი გამოიჩინა სახელმწიფო სკოლების 124-მა მოსწავლემ. მათ კომპიუტერული ტექნიკისა და აქსესუარების შესაძენად სასაჩუქრე ვაუჩერები გადასცეს.

სასწავლო ეროვნული ოლიმპიადა საქართველოში პრაქტიკულად ყველა საგანში ყოველწლიურად იმართება. მასში დაახლოებით 100 ათასი მოსწავლე მონაწილეობს.

გარდა ამისა, მადლობის სიგელი გადაეცა 36 სკოლას, რომლებიც გამოირჩევიან წარმატებული მოსწავლეებითა და აქტიურობით სპორტისა და განათლების სფეროებში.

 

ყველა ახალი ამბავი
0