01:01 20 ოქტომბერი 2018
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.0921
  • 100 RUB4.1098
  • USD2.6972
სამცხე-ჯავახეთი

სახელმწიფო მაღალმთიან რეგიონებში სათიბ-საძოვრების რაციონალურ გამოყენებას გეგმავს

© Sputnik / STRINGER
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
საქართველოს სოფლის მეურნეობა (73)
4010

სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებს, რომელთა წევრთა რაოდენობა შეადგენს არანაკლებ 11 მეპაიეს და მფლობელობაში გააჩნიათ არანაკლებ 200 სული ფური ან დეკეული, იჯარით გადაეცემათ საძოვრები, ტრაქტორები, სათიბები, ასევე სხვა საჭირო ინვენტარი.

თბილისი, 4 ოქტომბერი — Sputnik. მაღალმთიან რეგიონებში სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სათიბ-საძოვრების რაციონალური გამოყენების მიზნით, ახალი სახელმწიფო პროგრამა ამოქმედდება, ნათქვამია სასოფლო სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს ვებ-გვერდზე.

სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებს, რომელთა წევრთა რაოდენობა შეადგენს არანაკლებ 11 მეპაიეს და მფლობელობაში გააჩნიათ არანაკლებ 200 სული ფური ან/და დეკეული, იჯარით გადაეცემათ სათიბ-საძოვრები და შესაბამისი აღჭურვილობა — ტრაქტორები, სათიბები, ასევე სხვა საჭირო ინვენტარი.

პროგრამა 29 მუნიციპალიტეტის, კერძოდ წალკის, თეთრიწყაროს, დმანისის, ადიგენის, ასპინძის, ახალციხის, ახალქალაქის, ბორჯომის, ნინოწმინდის, მცხეთის, ყაზბეგის, თიანეთის, დუშეთის, კასპის, გორის, ქარელის, ხაშურის, საგარეჯოს, ახმეტის, ხარაგაულის, საჩხერის, ჭიათურის, წყალტუბოს, ჩოხატაურის, ამბროლაურის, ცაგერის, ლენტეხის, მესტიის, ხულოს მუნიციპალიტეტების დასახლებებს მოიცავს.

კოოპერატივებს ერთ სულ ფურზე ან/და დეკეულზე გადაეცემა არანაკლებ 0,5 და არაუმეტეს 2 ჰა ფართობის  სათიბი და  ერთ სულ ფურზე ან/და დეკეულზე არანაკლებ 1 და არაუმეტეს 2 ჰა ფართობის საძოვარი. პროგრამაში ჩართული კოოპერატივები ასევე მიიღებენ ტრაქტორს, გუთანს, როტაციულ და სეგმენტურ სათიბელას, ფოცხს, მოთიბული მასის დამწნეხსა და მისაბმელს ტვირთის ტრანსპორტირებისათვის.

„პროგრამის ფარგლებში, რომელსაც სოფლის მეურნეობის სამინისტრო რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან ერთად ახორციელებს, სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული სათიბ-საძოვრების გამოყენება რაციონალურად და სწორად მოხდება", — აღნიშნულია სააგენტოს ვებ-გვერდზე.

„მაღალმთიან რეგიონებში სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სათიბ-საძოვრების რაციონალურად გამოყენების სახელმწიფო პროგრამაში" რეგისტრაცია 3 ნოემბრამდე სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს ვებ-გვერდზე www.acda.gov.ge არის შესაძლებელი.

თემები:
საქართველოს სოფლის მეურნეობა (73)

მთავარი თემები