თბილისში რუსეთისა და სომხეთის ჰიმნები ერთმანეთში აერიათ

© photo: Sputnik / STRINGERლებონ არონიანი დაჯილდოების ცერემონიაზე
ლებონ არონიანი დაჯილდოების ცერემონიაზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ჭადრაკში მსოფლიო თასის ორგანიზატორებმა შეცდომისთვის ბოდიში მოიხადეს.

თბილისი, 28 სექტემბერი — Sputnik. ჭადრაკში მსოფლიო თასის ორგანიზატორებს თბილისში სომეხი დიდოსტატის ლევონ არონიანის დაჯოლდოების ცერემონიაზე რუსეთისა და სომხეთის ჰიმნები ერთმანეთში აერიათ.

არონიანმა ტაი-ბრეიკზე ჩინელ დინ ლიჟენს (13) მოუგო. ფინალის პირველი ოთხი კლასიკური პარტია ყაიმით დასრულდა, ხოლო ტაი-ბრეიკზე არონიანმა პირველი პარტია თეთრებით, ხოლო მეორე — შავებით მოიგო.

არონიანის დაჯილდოების ცერემონიაზე მოულოდნელად რუსეთის ჰიმნი აჟღერდა, რამაც სომეხი მოჭადრაკის გაკვირვება გამოიწვია.

ორგანიზატორებმა დაინახეს საკუთარი შეცდომა, რამდენიმე წამში მომხდარის გამო ბოდიში მოიხადეს და სომხეთის ჰიმნი ჩართეს.

არონიანი ტურნირის გამარჯვებული თავის საჭადრაკო კარიერაში მეორედ გახდა – 2005 წელს პირველი გამარჯვებიდან 12 წლის შემდეგ.

მსოფლიო თასის ტურნირი ნოკაუტ-სისტემით ტარდება. ტურნირზე თითოეული მატჩი ორი პარტიიდან შედგება. ფინალში კი ოთხი პარტია იმართება.

ყველა ახალი ამბავი
0