საქართველოს მთებში გზააბნეულ ტურისტებს დახმარება აღმოუჩინეს

© FB / Emergency Management Agencyსამაშველო ოპერაცია თრუსოს ხეობაში
სამაშველო ოპერაცია თრუსოს ხეობაში - Sputnik საქართველო
გამოწერა
შსს-ს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენმა თრუსოს ხეობაში ჩარჩენილი ტურისტები თბილისში ჩამოიყვანა.

თბილისი, 22 სექტემბერი — Sputnik. შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მაშველებმა თრუსოს ხეობაში დაკარგული ტურისტები იპოვეს და უსაფრთხოდ ჩამოიყვანეს, ნათქვამია უწყების განცხადებაში.

ოთხშაბათს, 20 სექტემბერს, გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ "112"-ში შევიდა შეტყობინება, რომ ყაზბეგის რაიონში, თრუსოს ხეობაში, მოლაშქრეთა კლუბის წევრებს გზა აებნათ და ხეობიდან გამოსვლას ვეღარ ახერხებდნენ.

გარდა ამისა, ერთ-ერთ მოლაშქრეს ფეხი ჰქონდა დაზიანებული. შეტყობინების მიღებისთანავე, საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს სამაშველო ჯგუფი შემთხვევის ადგილზე დროულად გავიდა.

სამძებრო ოპერაცია იმ ფაქტმა გაამარტივა, რომ მოქალაქეები სამაშველო სამსახურის წარმომადგენლებთან მუდმივ კავშირზე იმყოფებოდნენ. რთული რელიეფის გამო სამაშველო ღონისძიებაში საჭირო გახდა შსს-ს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენის ჩართვა, რომელმაც მთებში ჩარჩენილი ტურისტები თბილისში ჩამოიყვანა.

ყველა ახალი ამბავი
0