თბილისი გასულ საუკუნეში - თბილისელებს გამოფენაზე იწვევენ

© photo: Sputnik / Chkhetiani / გადასვლა მედიაბანკშიძველი თბილისი
ძველი თბილისი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ეროვნულ არქივში ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იქნება გასული საუკუნის თბილისის დაგეგმარებისა და რუკის ორიგინალები

თბილისი, 22 სექტემბერი — Sputnik. გამოფენა „თბილისი — ურბანული ცვლილებები", რომელზეც ნაჩვენები იქნება XX საუკუნის თბილისის განვითარებისა და განაშენიანების მთავარი მომენტები, 2017 წლის 22 სექტემბერს საქართველოს ეროვნულ არქივში გაიხსნება.

„საქართველოს გასაბჭოების შემდეგ ქალაქის ურბანული სახეცვლილების ამსახველი ვიზუალური მასალები, რომელიც საქართველოს ეროვნული არქივის კინოფოტოფონოდოკუმენტების ცენტრალურ არქივშია შემონახული, დამთვალიერებელს საშუალებას აძლევს იმოგზაუროს წარსულში და დაინახოს როგორ იცვლებოდა საქართველოს დედაქალაქის გარეგნული იერსახე ათწლეულების განმავლობაში", — ნათქვამია არქივის განცხადებაში.

გუდიაშვილის მოედანი - Sputnik საქართველო
ძველი თბილისი — რკინის ბურჯებით გამაგრებული სახლები

როგორც აღნიშნულია, გამოფენაზე წარმოდგენილი ფოტოგრაფიული მემკვიდრეობა დამთვალიერებელს თბილისის იმ ობიექტების ილუსტრაციას სთავაზობს, რომლებიც ან არ შემორჩა, ან მნიშვნელოვანი სახეცვლილება განიცადა.

ფოტოების ანოტაციაში შენარჩუნებულია ადგილმდებარეობებისა თუ დაწესებულებების ძველი სახელწოდებები და ასევე, მოცემულია მათი თანამედროვე დასახელება. დასათაურებებში არსებული ცვლილებები, პოლიტიკური იდეოლოგიების მონაცვლეობის პარალელურად, მეტყველებს ქალაქის ურბანულ ტრანსფორმაციაზე.

როგორც ეროვნულ არქივში აცხადებენ, გამოფენა აჩვენებს თუ რამდენად ძლიერი შეიძლება იყოს ფოტოგრაფია ვიზუალური მეხსიერების შენარჩუნებისა და განახლების პროცესში და როგორ შეიძლება ის იქცეს ქალაქის ისტორიის გააზრების სტიმულად.

გამოფენის კურატორები არიან ნინო ძანძავა და გიორგი კაკაბაძე. ექსპოზიცია 4 ოქტომბრამდე გაგრძელდება. მისამართი: ვაჟა-ფშაველას გამზირი №1.

ყველა ახალი ამბავი
0