ზურაბ სოტკილავას საბურთალოს სასაფლაოზე დაკრძალავენ

© Sputnik / Vadim Shekunზურაბ სოტკილავა
ზურაბ სოტკილავა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ამ დროისთვის მოსკოვის დიდ თეატრში სამოქალაქო პანაშვიდი ტარდება

თბილისი, 20 სექტემბერი — Sputnik. გამოჩენილ საოპერო მომღერალ ზურაბ სოტკილავას 23 სექტემბერს საბურთალოს სასაფლაოზე დაკრძალავენ, განუცხადეს „Sputnik საქართველო" საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში.

როგორც უწყებაში აღნიშნეს, დაკრძალვის დრო მოგვიანებით გახდება ცნობილი.

შეგახსენებთ, რომ ზურაბ სოტკილავას მოსკოვიდან თბილისში 21 სექტემბერს ღამით 02:00 საათზე გადმოასვენებენ, აეროპორტში მას საპატიო ყარაული დახვდება.

არტისტის პანაშვიდები ხუთშაბათსა და პარასკევს მომღერლის სახლში გაიმართება — აბულაძის ქუჩა 34, l სადარბაზო.

ზურაბ სოტკილავა - Sputnik საქართველო
მოსკოვი ზურაბ სოტკილავას ემშვიდობება

სამოქალაქო პანაშვიდი შაბათს, 23 სექტემბერს თბილისის ზაქარია ფალიაშვილის ოპერისა და ბალეტის წითელ დარბაზში გაიმართება. (დრო ზუსტდება)

საბჭოთა კავშირისა და საქართველოს სსრ სახალხო არტისტი, დიდი თეატრის სოლისტი ზურაბ სოტკილავა ორშაბათს, 18 სექტემბერს მოსკოვში 80 წლის ასაკში გარდაიცვალა. ზურაბ სოტკილავა, მისი სურვილის თანახმად, საქართველოში დაიკრძალება.

სოტკილავა 1937 წლის 12 მარტს სოხუმში დაიბადა.

1960 წელს დაამთავრა თბილისის პოლიტექნიკური ინსტიტუტი, 1965 წელს კი თბილისის კონსერვატორია. სტაჟირება "ლა სკალაში" გაიარა, სადაც მოამზადა ჰერცოგის პარტია ვერდის "რიგოლეტოდან", ხოსეს პარტია ბიზეს "კარმენიდან", ტურიდუს პარტია მასკანის "სოფლის პატიოსნებიდან".

1970 წელს ზურაბ სოტკილავა და ელენა ობრაზცოვა პირველი საბჭოთა მომღერლები გახდნენ, რომლებიც ბარსელონაში ვინიასის სახელობის ვოკალისტთა საერთაშორისო კონკურსზე გამოვიდნენ. ორივე შემსრულებელმა ოქროს მედალი დაიმსახურა და ესპანეთში დარჩენის შეთავაზებაც მიიღეს.

იმავე წელს სოტკილავამ ჩაიკოვსკის სახელობის კონკურსზე მოსკოვში მეორე პრემია მიიღო. ტენორის დებიუტი დიდ თეატრში 1973 წელს შედგა. სოტკილავამ ხოსეს პარტია იმღერა. 1974 წელს ის თეატრის საოპერო დასის წევრი გახდა. 1976–1988 წლებში მოსკოვის კონსერვატორიის პედაგოგი იყო. რამდენიმე წლის შემდეგ, 2002 წელს კვლავ განაახლა პედაგოგიური მოღვაწეობა მოსკოვის კონსერვატორიაში.

ყველა ახალი ამბავი
0