„მისტერ პლანეტა 2017“ ქართველი ზურა წილოსანი გახდა

© Sputnik / Seyran Baroyanსაერთაშორისო კონკურსი „MIss and Mister Planet 2017"
საერთაშორისო კონკურსი „MIss and Mister Planet 2017 - Sputnik საქართველო
გამოწერა
სილამაზის საერთაშორისო კონკურსი MIss and Mister Planet 2017 საქართველოში წელს მესამედ გაიმართა.

თბილისი, 18 სექტემბერი — Sputnik. ბათუმში საერთაშორისო კონკურსის MIss and Mister Planet 2017 გამარჯვებულები გამოავლინეს. 16 სექტემბერს გამართულ კონკურსის ფინალში გამარჯვებულის ოქროს გვირგვინი – „მის პლანეტა 2017“ პორტუგალიელ კამილა ვიტორინოს გადაეცა, ხოლო „მისტერ პლანეტა 2017“ ქართველი ზურა წილოსანი გახდა.

© Sputnik / Seyran BaroyanMIss and Mister Planet 2017
Международный конкурс красоты MIss and Mister Planet 2017 - Sputnik საქართველო
MIss and Mister Planet 2017

კონკურსი ბათუმის დრამატულ თეატრში სამოდელო სააგენტო „კატრინისა“(საქართველო) და სამოდელო სააგენტო „ინტერსაუნის“(ბულგარეთი) ორგანიზებით ექვსი დღის მანძილზე მიმდინარეობდა და მასში პირველობისთვის 35 ქვეყნის 44 „მისი" და „მისტერი" ეჯიბრებოდა ერთმანეთს.

კონკურსზე „მის პლანეტისთვის“ საქართველოს სახელით მოდელი ლიზი წიგნაძე იღებდა მონაწილეობას, ხოლო „მისტერ პლანეტისთვის“ — ზურა წილოსანი.

© Sputnik / Seyran Baroyanსილამაზის საერთაშორისო კონკურსი "Miss and Mister Planet 2017"
Международный конкурс красоты MIss and Mister Planet 2017 - Sputnik საქართველო
სილამაზის საერთაშორისო კონკურსი "Miss and Mister Planet 2017"

კონკურსის ფინალური საღამო ქართული ეროვნული ცეკვით გაიხსნა, შემდეგ კონკურსანტები მაყურებლის წინაშე თავიანთი ქვეყნების ეროვნული სამოსით წარდგნენ.

მონაწილეებს შოუბიზნესის ცნობილი სახეები ამხნევებდნენ – ქეთი ორჯონიკიძე, მარკუს მეტრეველი, ქეთი გომართელი, პაატა თედიაშვილი და თაკო მელიქიშვილი.

© Sputnik / Seyran Baroyan„MIss and Mister Planet 2017" კონკურსის ფინალში მონაწილეები ეროვნული სამოსით წარსდგნენ
Международный конкурс красоты MIss and Mister Planet 2017 - Sputnik საქართველო
„MIss and Mister Planet 2017" კონკურსის ფინალში მონაწილეები ეროვნული სამოსით წარსდგნენ

საერთაშორისო ჟიურის გადაწყვეტილების მიღება გაუჭირდა და საკმაოდ დიდხანს მსჯელობდა იმაზე, თუ ვის რგებოდა გამარჯვების გვირგვინი.

გარდა ჟიურისა, თავიანთი ფავორიტები შეარჩიეს სხვადასხვა კომპანიებმა და Facebook-ის მომხარებლებმა და, შესაბამისად, მათაც გადაეცათ საჩუქრები.

სილამაზის კონკურსი „მის და მისტერ პლანეტა“ პირველად საქართველოში 2015 წელს თბილისში ჩატარდა, რომელშიც მონაწილეობის მისაღებად საქართველოს 30 ქვეყნის „მისი" და „მისტერი" ესტუმრა საერთაშორისო ჟიურის თანხლებით.

 

ჯემალ ღამბაშიძე

ყველა ახალი ამბავი
0