21:36 19 ნოემბერი 2017
პირდაპირი ეთერი
მოსწავლეები გაკვეთილზე

საჩხერეში მცირეკონტინგენტიანი სკოლა გაიხსნა

© Sputnik/ Alexander Kryazhev
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
36 0 0

განათლების სამინისტრომ მცირეკონტინგენტიანი სკოლების შენება დაიწყო

თბილისი, 17 სექტემბერი — Sputnik. საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ კორბოულის საჯარო სკოლამ ახალი სასწავლო წელი ახალ შენობაში დაიწყო, რომელიც მოსწავლეების მცირე კონტინგენტზეა გათვლილი, იტყობინება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინსიტრო თავის Facebook-გვერდზე.

კორბოულის სკოლა სრულიად ახალი ტექნოლოგიებით არის აშენებული. განათლების სამინსიტროს განცხადებით ამით, საქართველოს სოფლებში ახალი ტექნოლოგიებით მცირეკონტიგენტიანი სკოლების მშენებლობის პროცესი დაიწყო.

ასეთი ტიპის სკოლების მშენებლობისთვის დაახლოებით 3-დან 5 თვემდეა საჭირო. ჯამში 13 მცირეკონტინგენტიანი საჯარო სკოლა აშენდება. ეს არის ენერგოეფექტური, ადაპტირებული სკოლები და გათვლილია 20-25 მოსწავლეზე.

2015–2017 წლების გეგმების ფარგლებში, დაიწყო 22 საჯარო სკოლის მშენებლობა და დასრულდა 8 საჯარო სკოლის მშენებლობა. დაგეგმილია 35 საჯარო სკოლის გამაგრებითი სამუშაოები და 518 საჯარო სკოლის ნაწილობრივი რეაბილიტაცია.

მთავარი თემები