ლეიბორისტების წინასაარჩევნო დაპირებამ სოციალური ქსელი ააფეთქა

© Sputnik / Alexander Imedashviliთბილისის ისტორიული ცენტრის ხედი
თბილისის ისტორიული ცენტრის ხედი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ლეიბორისტი გიორგი გუგავა ერთ დღეში ყველაზე პოპულარული ქართველი პოლიტიკოსი გახდა

თბილისი, 15 სექტემბერი — Sputnik. „საქართველოს ლეიბორისტული პარტიის" ლიდერის შალვა ნათელაშვილის წინასაარჩევნო განცხადებამ, სადაც ის თბილისელებს იმაში არწმუნებს, რომ გიორგი გუგავას მერის არჩევის შემთხვევაში ყველა მათი პრობლემა გადაწყდება, სოციალური ქსელების ქართული სეგმენტი ააფეთქა.

საქართველოს მოსახლეობა ადგილობრივ საკანონმდებლო ორგანოებს, ქალაქებისა და რაიონების მერებს 21 ოქტომბერს აირჩევს.

„ვინმე დაგჩაგრავთ? გუგავა მოვა, თქვენ არ დაგჭირდებათ მისვლა. ავად გახდებით? გუგავა მოვა! ბანკი მოვა გამოსასახლებლად? გუგავა მოვა! წყალი გასკდება? გუგავა მოვა! გზა გაითხრება? გუგავა მოვა!" — განაცხადა ნათელაშვილმა.

ფრაზა „გუგავა მოვა" თვალის დახამხამებაში იმდენად პოპულარული გახდა, რომ „გუგავამოვას" ჰეშთეგით Facebook-ზე უამრავი სახუმარო კომენტარი, ვიდეო და ფოტო გაჩნდა.

ერთ-ერთ ფოტოზე გუგავა სუპერმენის ფორმაშია, მკერდზე მას „ლეიბორისტული პარტიის" ემბლემა ამშვენებს.

ნატელაშვილის განცხადების გაგრძელებად Facebook-ის მომხმარებელმა ლაშა ბიბიჩაძემ დაწერა: „გაზი არ მოვა? გუგავა მოვა! წყალი არ მოვა? გუგავა მოვა! შუქი არ მოვა? გუგავა მოვა! სასწრაფო არ მოვა? გუგავა მოვა! ტაქსი არ მოვა? გუგავა მოვა! მარშუტკა არ მოვა? გუგავა მოვა! შემოდგომა არ მოვა? გუგავა მოვა! ახალი წელი არ მოვა? გუგავა მოვა! გუგავა არ მოვა? გუგავა მოვა".

მომხმარებელი Temur Tsamtsishvili კითხულობს, იქნება გუგავა მეოთხე, კარტი რომ ითამაშონ.

„სამი კაცი ვართ ჯოკერზე და გუგავა მოვა???"

მომხმარებელ Eto Buziashvili-ს აინტერესებს, „მეორედ მოსვლაზეც გუგავა მოვა?"

მომხმარებელმა Imeda M Dvalidze-მ დაამშვიდა ელტონ ჯონის ფანები, რომელმაც საქართველოში კონცერტი ერთი წლით გადადო.

„ელტონი თუ არ ჩამოვა, გუგავა მოვა."

ჯგუფ Rezo Da Bavshvebi / რეზო და ბავშვებს ლეიბორისტების წყალობით მშვენიერი პიარი გამოუვიდათ.

„ნოემბერში კონცერტი გვაქვს! თუ არ მოხვალთ, გუგავა მოვა."

ამ თემაზე ცნობილმა ფოლკლორისტმა გიორგი უშიკიშვილმაც იხუმრა.

„პირველი ხმა მჭირდება ხვალ ჩაკრულოში და გუგავა მოვა?"

მომხმარებელმა ლაშა ბიბიჩაძემ „ბარსელონას" ქომაგები ნეიმარის "პსჟ"-ში გადასვლის გამო დაამშვიდა.

„ბარსას ფანებო, გული არ დაგწყდეთ ნეიმარის წასვლაზე. გუგავა მოვა!!!"

მაგრამ ყველაზე პოპულარული გახდა ვიდეო, რომელიც ანრი ჯოხაძის სიმღერის „მე მაინც მოვალ" ნაწყვეტებით შეიქმნა. ახლა ქსელში ახალი ვიდეო „გუგავა მოვა" არსებობს.

ყველა ახალი ამბავი
0