კვირიკაშვილი: ჩვენი შვილები - საქართველოს მომავალია

© FB / Giorgi Kvirikashviliგიორგი კვირიკაშვილი
გიორგი კვირიკაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს პრემიერმა მოსწავლეებს, სტუდენტებს, პედაგოგებსა და მშობლებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა და წარმატებები უსურვა.

თბილისი, 15 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა იმედი გამოთქვა, რომ სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს, რომელთაც ჩვენი ქვეყნის მომავალი ჰქვია, სანიმუშო მოქალაქეებად აღზრდიან.

ალექსანდრე ჯეჯელავა - Sputnik საქართველო
მინისტრი: საქართველოში პირველკლასელების რიცხვი იზრდება

„პირველკლასელებისა და პირველკურსელებისთვის ეს განსაკუთრებული დღეა, ემოციებით დატვირთული. ვუსურვებ მათ, რომ სკოლისა და სტუდენტობის წლები საინტერესო და სიახლეებით სავსე ყოფილიყოს“, — ნათქვამია მთავრობის ვებ-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

2017-2018 სასწავლო წელს კერძო და საჯარო სკოლები 575 ათას მოსწავლეს ელოდებიან, მათგან 50,3 ათასი პირველკლასელი სახელმწიფო საჯარო სკოლებში, 6 ათასი კი კერძო სკოლებში არიან დარეგისტრირებული. წელს 28,1 ათასი აბიტურიენტი პირველკურსელი გახდა, რაც 394-ით მეტია, 2016 წლის მონაცემებზე.

„ჩვენი შვილები — ჩვენი ქვეყნის მომავალია. იმედი მაქვს, რომ ჩვენი მასწავლებლები მათ სანიმუშო მოქალაქეებად აღზრდიან. ჩვენს მასწავლებლებს ამ დიდ და საპასუხისმგებლო საქმეში წარმატებებს ვუსურვებ“, — განაცხადა კვირიკაშვილმა.

ყველა ახალი ამბავი
0