გიორგი მღებრიშვილმა დაღუპული პოლიციელის შვილი სკოლაში გააცილა

© facebook.com/miaofgeoდაღუპული პოლიციელის შვილი სკოლაში პირველად შინაგან საქმეთა მინისტრმა წაიყვანა
დაღუპული პოლიციელის შვილი სკოლაში პირველად შინაგან საქმეთა მინისტრმა წაიყვანა - Sputnik საქართველო
გამოწერა
გიორგი მღებრიშვილის ინიციატივით, შსს-ს დაღუპული თანამშრომლების პირველკლასელ შვილებს შს მინისტრი და სამინისტროს სხვადასხვა დეპარტამენტის ხელმძღვანელები სასწავლო წლის დაწყებას პირადად ულოცავენ, საჩუქრებს გადასცემენ და სკოლაში მიჰყავთ.

თბილისი, 15 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს შს მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპული პოლიციელის, ზურაბ ზოიძის პირველკლასელი შვილი ბათუმში სკოლაში გააცილა.

შსს-ს სასაზღვრო პოლიციის N1 სამმართველოს უფროსის მოადგილე ზურაბ ზოიძე 2009 წლის 15 დეკემბერს, სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს დაიღუპა.

ახალი სასწავლო წელი სკოლებში - Sputnik საქართველო
სკოლებში სასწავლო პროცესი დაიწყო

ზურაბ ზოიძეს დარჩა მეუღლე — მაია ფარტენაძე და 2 წლის გოგონა მარიამი. მომხდარი ტრაგედიის შემდეგ, 2010 წლის 10 აგვისტოს, ოჯახში ბიჭიც დაიბადა და მას მამის სახელი — ზურა დაარქვეს.

შს მინისტრმა ზუკას საჩუქრად ჩანთა, ნოუთბუქი და სხვა სასკოლო ნივთები გადასცა.

გიორგი მღებრიშვილის ინიციატივით, უკვე მესამე წელია, ტრადიციად დამკვიდრდა, რომ შსს-ს დაღუპული თანამშრომლების პირველკლასელ შვილებს შს მინისტრი და სამინისტროს სხვადასხვა დეპარტამენტის ხელმძღვანელები სასწავლო წლის დაწყებას პირადად ულოცავენ, საჩუქრებს გადასცემენ და სკოლაში მიჰყავთ.

დღეს, 15 სექტემბერს საქართველოს სახელმწიფო სკოლებსა და საბავშვო ბაღებში სასწავლო პროცესი დაიწყო, რომელიც 10 ივნისამდე გაგრძელდება.



ყველა ახალი ამბავი
0