საქართველოში iPhone 8-ს გაყიდვა სექტემბრის ბოლოს დაიწყება

© AP Photo / Marcio Jose SancheziPhone 8 and iPhone 8 Plus
iPhone 8 and iPhone 8 Plus - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოში iPhone-ის მოყვარულები 23-24 სექტემბერიდან iPhone 8 და iPhone 8 Plus-ის, ხოლო ნოემბრის დასაწყისში – iPhone X-ის შეძენას შეძლებენ.

თბილისი, 13 სექტემბერი — Sputnik. საქართველოში iPhone 8 და iPhone 8 Plus-ის გაყიდვა 23-24 სექტემბერს, ხოლო iPhone X-ის (იგივე iphone 10) გაყიდვა 3-4 ნოემბერს დაიწყება, განაცხადა „Sputnik–საქართველოსთან" საუბრისას თბილისში მაღაზია „iPhone+"-ის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერმა გოგა თირქიამ.

კომპანიამ Apple სამშაბათს წარმოადგინა უახლესი სმარტფონები iPhone 8 და iPhone 8 Plus, რომელსაც შუშის კორპუსი და უსადენო დატენვის ფუნქცია აქვს და მეათე თაობის iPhone X. პრეზენტაცია კალიფორნიის შტატში, სანტა–კლარას ველზე Apple Park-ში, ახალ Steve Jobs Theater-ში გაიმართა.

როდესაც 2007 წელს ჯობსი სცენაზე პირველი iPhone-ით წარსდგა, სკეპტიკოსებს ჩაეცინათ. იმ წლებში ტელეფონების სენსორულ ეკრანებზე მუშაობა სიახლე არ იყო. ვერავინ წარმოიდგენდა მაშინ, რომ სენსორულ ეკრანს აღარ დაჭირდებოდა ელექტრო კალამი. ფოტოზე: კომპანიის T-Mobile დირექტორი რენე ობერმანი და კომპანიის Apple დირექტორი სტივ ჯობსი პოზირებენ iPhone-ბით 2007 წლის 19 სექტემბერს გამართულ პრეს-კონფერენციაზე ბერლინში - Sputnik საქართველო
iPhone 10 წლის იუბილეს აღნიშნავს

„რაც შეეხება ფასებს, როგორც Apple-ში აცხადებენ, iPhone X-ის ფასი 999 აშშ დოლარია, თუმცა, ჩვენ ჯერ არ ვიცით, რა იქნება მისი ფასი საქართველოში. ჩვენ ამ საკითხთან დაკავშირებით ინფორმაციას ველოდებით და სამივე მოდელთან დაკავშირებით ფასებს მოგვიანებით მოგაწვდით", — განაცხადა თირქიამ.

ახალ iPhone-ს საფირმო ღილაკი Home აღარ აქვს, მან მიიღო OLED დისპლეი ჩარჩოს გარეშე 2436x1125 პიქსელების გარჩევადობით და 5,8 დუიმი დიაგონალით. მოწყობილობა აღჭურვილია ორმაგი კამერით, უახლესი A11 პროცესორით და ინოვაციური გრაფიკული ჩიპით. "გარესამყაროსთან" დასაკავშირებლად გამოიყენება პორტი Lightning. როგორც წინამორბედს, IPhone X-საც არ აქვს 3,5-მილიმეტრიანი ჯეკი ყურსასმენებისთვის.

მეათე თაობის ვერსიისთვის Apple-ში იდენტიფიკაციის ახალი სისტემა შეიმუშავეს. ბლოკის მოხსნა უკვე FaceID-ს საშუალებით მოხდება, ანუ სახის ამოცნობის საფირმო ტექნოლოგიით. სმარტფონს ასევე აქვს უსადენო დამტენი AirPower.

© AP Photo / Marcio Jose SancheziPhone X-ის პრეზენტაცია კალიფორნიაში.
Презентация iPhone X в Калифорнии - Sputnik საქართველო
iPhone X-ის პრეზენტაცია კალიფორნიაში.

iPhone 8 და iPhone 8 Plus სამ ფერშია წარმოდგენილი: Silver, Space Grey и Gold (rose Gold). iPhone X-ს Space Grey და Silver-ის კორპუსები ექნება, უკანა პანელი კი შუშით იქნება დაფარული. მას ასევე არ ექნება ჩარჩო ეკრანის ირგვლივ და ეკრანი უკვე სმარტფონის მთლიან ზედაპირს დაიკავებს.

ყველა ახალი ამბავი
0