თბილისი ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების მე-10 საერთაშორისო ფორუმს უმასპინძლებს

გამოწერა
ფორუმის შემაჯამებელ ნაწილში თბილისის "მწვანე ქალაქის სამოქმედო გეგმის" წარდგენა მოხდება. ასევე თბილისი მიიღებს "მერები ეკონომიკური ზრდისათვის" კლუბის წევრობის სერტიფიკატს.

თბილისი, 7 სექტემბერი — Sputnik. თბილისში ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების მე-10 საერთაშორისო ფორუმი (LED) 13-14 სექტემბერს გაიმართება, ნათქვამია თბილისის მერიის პრეს-სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ფორუმი თბილისის მერიის ორგანიზებით ტარდება და მასში მონაწილეობას მიიღებს 100-მდე საერთაშორისო მომხსენებელი, მათ შორის, ევროკომისიის სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების მოლაპარაკებების დირექტორატის გენერალური დირექტორი კრისტიან დანიელსონი, აზიის განვითარების ბანკის ცოდნის მენეჯმენტის და მდგრადი განვითარების ვიცე-პრეზიდენტი ბამბანგ სუსანტონო, EBRD-ს მთავარი ეკონომისტი კეტილ ტვედტი, EBRD-ს კონსულტანტი რობერტ ბეილი, ბარსელონის ტურიზმის საბჭოს აღმასრულებელი დირექტორი იორდ ვილიამ კარნესი და სხვები. 

ქართულ-გერმანული სტარტაპ-ფორუმი თბილისში - Sputnik საქართველო
თბილისში ქართულ-გერმანული სტარტაპ-ფორუმი იმართება

გარდა ამისა, ფორუმში მონაწილეობას მიიღებენ წარმომადგენლები ამერიკიდან, ავსტრიიდან, ინგლისიდან, გერმანიიდან ესპანეთიდან, იტალიიდან, საფრანგეთიდან, შვედეთიდან, მოლდოვადან, უკრაინიდან, ჰოლანდიიდან, დანიიდან, იორდანიიდან, პოლონეთიდან, სლოვაკეთიდან, ბელგიიდან, ისრაელიდან, თურქეთიდან, აზერბაიჯანიდან, სომხეთიდან და ყაზახეთიდან.

ღონისძიების საკონფერენციო ნაწილი ორი დღის განმავლობაში გაგრძელდება. გაიმართება 16 თემატური სესია: ეფექტური მმართველობა, ქალაქები ეკონომიკური ზრდისათვის, ურბანული მედეგობა, მდგრადი მომავალი, გონიერი გარემო, ენერგოეფექტურობა, მომავლის ქალაქები, მიზნები და ხედვა, საერთაშორისო ურთიერთობები, აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების თანამშრომლობა, ინვესტიციები ქალაქში, სამეწარმეო შესაძლებლობები გლობალურ ბაზარზე, ტურიზმის განვითარება, ინოვაციური პოზიციონირება და ბრენდინგის სტრატეგიები, ინტეგრირებული მიდგომები ტერიტორიული განვითარებისათვის, ღია მმართველობის თანამშრომლობა. ფორუმს მოდერაციას გაუწევს 16 მოდერატორი, 100-მდე პრეზენტატორი, მათ შორის 50 მოწვეული საერთაშორისო მომხსენებელი.

თბილისის მერია - Sputnik საქართველო
რა სიახლეები ელოდებათ თბილისელებს პეკინის გამზირის რეაბილიტაციის შემდეგ

ფორუმის შედეგად ქალაქი თბილისი მიიღებს რეკომენდაციებს, კონსულტაციებსა და კონკრეტულ პროექტებს ქალაქის განვითარებისთვის როგორც ეკონომიკური, ასევე ურბანული და გარემოს განვითარების მიმართულებით. ხელი შეეწყობა საერთაშორისო ურთიერთობების განვითარებას და ახალი კონტაქტების დამყარებას; მოხდება ქალაქის საინვესტიციო პოტენციალის წარმოჩენა; თბილისში ელექტრონული მმართველობის მიმართულებით მიმდინარე აქტივობების ფართო მასებისთვის გაცნობა; სხვადასხვა ქალაქებისგან წარმატებული გამოცდილების გაზიარება ენერგოეფექტურობისა და მწვანე ქალაქების მიმართულებით; ჩამოყალიბდება ქალაქის განვითარების სამომავლო ხედვები.

ფორუმის შემაჯამებელ ნაწილში თბილისის "მწვანე ქალაქის სამოქმედო გეგმის" წარდგენა მოხდება. ასევე თბილისი მიიღებს "მერები ეკონომიკური ზრდისათვის" კლუბის წევრობის სერტიფიკატს.

ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების საერთაშორისო ფორუმებს თბილისი 2007 წლიდან მასპინძლობს.

ყველა ახალი ამბავი
0