Sputnik-ის მკითხველთა უმრავლესობა ზამთრისთვის სურსათს არ იმარაგებს

© Sputnik / Alexander Imedashviliმურაბებისა და თაფლის სავაჭრო პუნქტი
მურაბებისა და თაფლის სავაჭრო პუნქტი - Sputnik საქართველო
გამოწერა
გამოკითხვაში მონაწილეთა 46,2% ჯემების, მურაბების, მწნილისა და კონსერვების მაღაზიაში ყიდვას ამჯობინებს

თბილისი, 21 აგვისტო — Sputnik. "Sputnik-საქართველოს" მკითხველთა უმრავლესობა მიიჩნევს, რომ სჯობს, მარაგები მაღაზიაში იყიდოს, ვიდრე თვითონ გააკეთოს. ამაზე საინფორმაციო სააგენტო და რადიოს ვებ-გვერდზე გამოკითხვის შედეგები მეტყველებს.

კითხვაზე "ზამთრისთვის რას იმარაგებთ?" გამოკითხვაში მონაწილეთა 46,2%-მა უპასუხა, რომ მარაგის მაღაზიაში ყიდვას ამჯობინებს.

სახლში მურაბებსა და ჯემებს 38,5% ამზადებს, ხოლო მწნილს — 15,4%.

ბოსტნეულის კონსერვებს გამოკითხულთაგან არავინ ამზადებს.

ზაფხული იწურება და თუ გადაწყვეტთ ზამთრისთვის სურსათის მომარაგებას, სწორედ ახლა დგება საამისო დრო, რომ ზამთარში ცხელი ზაფხულის არომატით გაამდიდროთ თქვენი რაციონი.

ყველა ახალი ამბავი
0