გარდაიცვალა საგარეო დაზვერვის ყოფილი ხელმძღვანელი

© photo: Sputnik / Stringerსანთლები
სანთლები - Sputnik საქართველო
გამოწერა
ვალერი ჩხეიძეს 1975-2004 წლებში საქართველოს ძალოვან სტრუქტურებში სხვადასხვა თანამდებობა ეკავა

თბილისი, 17 აგვისტო — Sputnik. საქართველოს უშიშროების მინისტრის ყოფილი მოადგილე და საგარეო დაზვერვის დეპარტამენტის ყოფილი დირექტორი, უშიშროების გენერალ-მაიორი ვალერი ჩხეიძე 69 წლისა გარდაიცვალა, აღნიშნულია ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის პრეს-სამსახურის განცხადებაში.

"ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური სამძიმარს უცხადებს ვალერი ჩხეიძის ოჯახს, მეგობრებს და კოლეგებს", — ნათქვამია განცხადებაში.

სანთელი - Sputnik საქართველო
გარდაიცვალა საქართველოს შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი

ვალერი ჩხეიძე 1947 წელს ბაღდათის რაიონის სოფელ ქვედა დიმში დაიბადა. 1974 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტი, 1976 წელს — უშიშროების კომიტეტის უმაღლესი კურსები, ხოლო 1984 წელს — მოსკოვის უშიშროების კომიტეტის უმაღლესი სკოლა.

1975-1982 წლებში ჩხეიძე მუშაობდა საქართველოს სახელმწიფო უშიშროების კომიტეტში სხვადასხვა თანამდებობაზე; 1984-1987 წლებში გაიგზავნა ავღანეთში სპეციალური დავალებით; 1992 წელს დაინიშნა უშიშროების მინისტრის მოადგილედ; 1992-1993 წლებში იყო თავდაცვის სამინისტროს სპეციალური დანიშნულების მთავარი სამმართველოს უფროსის პირველი მოადგილე.

1993-1994 წლებში ჩხეიძე იყო სასაზღვრო ჯარების სარდალი, თავდაცვის მინისტრის მოადგილე.

1994-2004 წლებში ის იყო საქართველოს საზღვრის დაცვის დეპარტამენტის თავმჯდომარე; საქართველოს უშიშროების მინისტრის მოადგილე და საგარეო დაზვერვის დეპარტამენტის დირექტორი.

ყველა ახალი ამბავი
0