საქართველოს თავდაცვის მინისტრი ავღანეთში გაემგზავრება

გამოწერა
საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია ავღანეთში ქართველ სამხედროებს შეხვდება.

თბილისი, 13 აგვისტო – Sputnik. საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია ავღანეთში გაემგზავრება, რათა 23-ე ბატალიონის სამხედრო მოსამსახურეებს უმცროსი სერჟანტის, მდინარი ბებიაშვილის დაღუპვა პირადად მიუსამძიმროს, რომელიც „მტკიცე მხარდაჭერის“ (Resolute Support) მისიაში მონაწილეობდა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი. 

ბაგრამის ბაზაზე სამხედრო პატრულირებს - Sputnik საქართველო
ავღანეთში დაჭრილი ქართველი სამხედროების ჯანმრთელობის მდგომარეობა უმჯობესდება

უმცროსი სერჟანტი ბებიაშვილი ავღანეთში, ბაგრამის საავიაციო ბაზის მიმდებარე ტერიტორიაზე ერთობლივი მოტორიზებული პატრულირებისას 4 აგვისტოს განხორციელებული თავდასხმის შედეგად დაიღუპა.

თავდასხმის შედეგად კიდევ სამი სამხედრო დაიჭრა.

საქართველოს შეიარაღებული ძალების 23-ე ბატალიონის სამხედრო მოსამსახურეებთან შეხვედრის შემდეგ იზორია გერმანიაში გაემგზავრება, სადაც დაჭრილ სამხედროებს მოინახულებს.

მისია „მტკიცე  მხარდაჭერა“, რომელიც 2015 წლის 1 იანვრიდან დაიწყო, არასაბრძოლო ხასიათისაა. ნატოს ჯარისკაცებს შეუძლიათ შეტევის მოგერიება, მაგრამ ისინი არ მონაწილეობენ ავღანეთის უშიშროების ძალებთან ერთად საბრძოლო მოქმედებებში. მისიაში საქართველოდან 870 სამხედრო მონაწილეობს.

 

 

 

 

ყველა ახალი ამბავი
0