15:50 22 ოქტომბერი 2017
პირდაპირი ეთერი
ბავშვები ფეხბურთს თამაშობენ

საქართველოში დაწყებითი კლასების მოსწავლეებს ფეხბურთის თამაშს შეასწავლიან

© Sputnik/ Владимир Вяткин
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
4210

საქართველოში ბავშვთა ფეხბურთის განვითრების პროგრამის განხორციელება იწყება.

თბილისი, 11 აგვისტო — Sputnik. სექტემბრიდან  საქართველოს ათასზე მეტ საჯარო სკოლაში პირველი და მეორე კლასების მოსწავლეები ფეხბურთის თამაშს უფასოდ ისწავლიან, განაცხადა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველ არხზე

საქართველოს საჯარო სკოლებში ფიზკულტურის გაკვეთილები 2010 წლიდან  გაუქმდა და ჩანაცვლდა საგნით „სპორტი“, რომელიც სკოლაში სპორტის ერთი და მეტი სახეობის შესწავლას ითვალისწინებს. სპორტის სახეობას თავად სკოლა ირჩევს.

„სექტემბრიდან ამოქმედდება პროგრამა, რომლის თანახმად  ათასზე მეტ საჯარო სკოლაში პირველ და მეორე კლასებში ბავშვები უფასოდ შეძლებენ ფეხბურთის შესწავლას. სპორტის მასწავლებლები ამისთვის გადამზადდნენ. მეორე უფრო დიდი პროექტის პრეზენტაცია წლის ბოლოსთვის იგეგმება, რათა უფრო დიდ ასაკში ბავშვთა ფეხბურთის ხელშეწყობა მოხდეს და აღნიშნული პროექტის ამოქმედება 2018 წლიდან დაიწყება”, — განაცხადა კობიაშვილმა.

საქართველოში ფეხბურთი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სპორტის სახეობაა. თითქმის ყველა ქალაქსა და სოფელში არის ფეხბურთის მოედნები, სადაც ნებისმიერი ასაკის მსურველს შეუძლია ფეხბურთის თამაში.


მთავარი თემები