21:36 17 აგვისტო 2017
პირდაპირი ეთერი
მთავარი პროკურატურის შენობა

დეპუტატის შვილის დაღუპვის საქმე: პოლიციელებს ბრალდება წაუყენეს

© Sputnik / Alexander Imedashvili
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
32 0 0

პროკურორები სასამართლოში აპირებენ მოითხოვონ საქართველოს პარლამენტის დეპუტატის ვაჟის დაღუპვაში ბრალდებული პოლიციელების გათავისუფლება გირაოთი.

თბილისი, 11 აგვისტო — Sputnik. საქართველოს მთავარმა პროკურატურამ მიმდინარე წლის მაისში საქართველოს პარლამენტის დეპუტატის ვაჟის, 21 წლის ბესიკ ხახუბიას ავტოავარიაში დაღუპვის საქმეზე სამ პოლიციელს ბრალდება წაუყენა, იუწყება საინფორმაციო სააგენტო Новости –Грузия უწყების პრეს-სამსახურზე დაყრდნობით.

უბედური შემთხვევა 16 მაისს, ღამით მოხდა. ხახუბიას ავტომობილი გორთან ახლოს გვირაბთან სატვირთო მანქანას შეეჯახა. როგორც ქართულმა მასმედიამ მოგვიანებით გაარკვია, სწრაფად მიმავალ ხახუბიას, რომელსაც პოლიცია მისდევდა, შსს-ს თანამშრომლებმა სატვირთოს საშუალებით გზა გადაუკეტეს.

"პოლიციის სამ თანამშრომელს წარედგინა ბრალი 333-ე („სამსახურებრივი უფლებამოსილების გადაჭარბება“) და 116-ე მუხლებით („გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობა“). პროკურატურა მათთვის აღკვეთის ზომად გირაოს მოითხოვს", — განაცხადა პროკურატურის პრეს-სამსახურის თანამშრომელმა.

ტრაგიკული ავარიის შემდეგ შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტიდან გაათავისუფლეს მაღალი თანამდებობის ორი პირი, ხოლო ეჭვმიტანილი პოლიციელები გამოძიების პერიოდში კადრების განყოფილების განკარგულებაში გადაიყვანეს.

ბექა ხახუბია დეპუტატ ირაკლი ხახუბიას შვილია მმართველი პარტია "ქართული ოცნებიდან". მასმედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ბექა ოჯახში უმცროსი შვილი იყო. მას დარჩა მეუღლე და პატარა ბავშვი.

მთავარი თემები