აჭარაში 100 წელს გადაცილებული 30-ზე მეტი ადამიანი ცხოვრობს

© photo: Sputnik / გადასვლა მედიაბანკშიმერაბ ბერძენიშვილის ნახატის რეპროდუქცია
მერაბ ბერძენიშვილის ნახატის რეპროდუქცია - Sputnik საქართველო
გამოწერა
აჭარის უხუცეს ქალბატონს ხელისუფლებამ 1000 ლარი აჩუქა.

თბილისი, 11 აგვისტო — Sputnik. აჭარაში 100 წელს გადაცილებული 34 ადამიანი ცხოვრობს, იუწყება აჭარის ტელევიზია.

ერთ-ერთ უხუცეს ქალბატონთან, ფადიმე ქათამაძესთან სტუმრობა გუშინ აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ზაალ მიქელაძემ გადაწყვიტა. ხუთშაბათს ფადიმეს 100 წელი შეუსრულდა. საჩუქრის სახით მას 1000 ლარი გადასცეს.

"დარწმუნებული ვარ, ძალიან ხანგრძლივი სიცოცხლე ელოდება მას, რადგან საკმაოდ ჯანსაღად გამოიყურება", — განაცხადა მიქელაძემ.

ჩინეთი - Sputnik საქართველო
256 წლის ჩინელის დღეგრძელობის საიდუმლო ამოხსნილია

ქათამაძე ხელვაჩაურის რაიონის სოფელ მახვილაურში ცხოვრობს. მან მეუღლე მეორე მსოფლიო ომის დროს დაკარგა. ერთადერთი შვილის გაზრდა რთულ დროს, მისი თქმით, კეთილი ადამიანების წყალობით მოახერხა.

ფადიმე ქათამაძეს ჰყავს რვა შვილიშვილი, 24 შვილთაშვილი და 13 შვილიშვილის შვილიშვილი.

2017 წლის დასაწყისის მონაცემებით, აჭარაში 339 ათასი ადამიანი ცხოვრობს.

ოფიციალური სტატისტიკით, საქართველოში 100 წლამდე ძირითადად ქალები ცოცხლობენ. კერძოდ, წლის დასაწყისისთვის ქვეყანაში 85 წელს გადაცილებული 44,9 ათასი ადამიანი ცხოვრობდა და აქედან მამაკაცი 12,7 ათასი იყო.

რაც შეეხება ქვეყანაში მცხოვრებ 100 წელს გადაცილებულთა რაოდენობას, 2014 წლის მოსახლეობის აღწერის თანახმად, მაშინ ასეთი ქვეყანაში 287 ადამიანი ცხოვრობდა. აქედან მამაკაცი მხოლოდ 14 იყო.

ყველა ახალი ამბავი
0