„თელასი" მოსახლეობას აფრთხილებს

"თელასი"
თელასი - Sputnik საქართველო
გამოწერა
გეგმიური სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქის სხვადასხვა უბნებში ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეიზღუდება.

თბილისი, 11 აგვისტო — Sputnik. სააქციო საზოგადოება „თელასი" იუწყება, რომ 11 აგვისტოს გეგმიური სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქში ელექტროენერგიის მიწოდება შეიზღუდება.

დიდუბის რაიონი

10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წერეთლის გამზირის და მირცხულავას ქუჩის მაცხოვრებლებს.

საბურთალოს რაიონი

11:00 საათიდან 16;00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ანჯაფარიჯის ქუჩის მაცხოვრებლებს.

13:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: პეკინის გამზირის და იყალთოს ქუჩის მაცხოვრებლებს.

სამგორის რაიონი

11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ამირანაშვილის, წუწუნავას, მუხაძის, გოკიელის, კაკაბაძის და ესენინის ქუჩების მაცხოვრებლებს.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

ყველა ახალი ამბავი
0