ინდოეთიდან საქართველოში ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილებს ექვსი თვით ჩამოაბრძანებენ

© Sputnik / Alexander Imedashviliსიონის გუმბათი
სიონის გუმბათი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ინდოეთის მხარესთან ხანგრძლივი მოლაპარაკების შედეგად მიღებულ იქნა გადაწყვეტილება ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილების საქართველოში დროებით ჩამობრძანების შესახებ.

თბილისი, 10 აგვისტო – Sputnik. საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის მიერ წმინდანად შერაცხული ქეთევან დედოფლის ნეშტის წმინდა ნაწილები საქართველოს ექვსი თვით დაუბრუნდება, განუცხადეს „Sputnik–საქართველოს“ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში.

ნეშტის ნაწილების გადმოსვენების შესახებ შეთანხმება ინდოეთსა და საქართველოს შორის ხანგრძლივი მოლაპარაკებების შედეგად იქნა მიღწეული. 

სამინისტროში ასევე განაცხადეს, რომ წმინდა ნაწილების გადმოსვენების კონკრეტული თარიღი ჯერ უცნობია.

საქართველოში ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილების ტრანსპორტირებას, გამოფენების მოწყობასა და საერთაშორისო კონფერენციის ჩატარებას, საქართველოს საპატრიარქოს ჩართულობით, კულტურისა და ძეგლთა დაცვისა და საგარეო საქმეთა სამინისტროები უზრუნველყოფენ.  

მეჩეთის ნახევარმთვარე - Sputnik საქართველო
შაჰ აბასი: მთელი ირანი მე მემორჩილება, მე კი ალავერდი ხანს ვემორჩილები!

დაგეგმილი ღონისძიებების დროს განხილული იქნება ქეთევან დედოფალთან დაკავშირებული მემკვიდრეობის კვლევისა და კონსერვაციის საკითხები. 

ეროვნული მუზეუმის გარდა ქეთევან დედოფლის ნეშტის ნაწილები გადასვენებული იქნება სამების ტაძარში, ასევე საქართველოს მასშტაბით ყველა ეპარქიაში და მორწმუნეებს მათი მოლოცვის საშუალება მიეცემათ.

აღსანიშნავია, რომ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დაფინანსებით რესტავრაცია ჩაუტარდა ქალაქ ლისაბონის გრასას მონასტრის სათავო ოთახის პანოს, სადაც ქეთევან დედოფლის წამებაა ასახული.

12 მეტრი სიგრძისა და სამი მეტრი სიმაღლის პანო, პორტუგალიური ხელოვნების ტრადიციულ სტილში, მოჭიქული თიხის ფილებზე ლურჯი საღებავითაა შესრულებული. მასზე გამოსახულია ქეთევან დედოფლის ირანში ჩასვლა, წამება და შემდეგ ავგუსტინელი ბერების მიერ წმინდანის ნაწილების გადაცემა მეფე თეიმურაზისთვის. 

ისტორიული წყაროების თანახმად, კახეთის დედოფალი ქეთევანი 1614 წელს მეფე თეიმურაზმა შაჰ-აბასის მოთხოვნით მას მძევლად გაუგზავნა უმცროს ვაჟთან ალექსანდრესთან ერთად. სპარსეთში ქეთევან დედოფალს სარწმუნოების შეცვლა მოსთხოვეს, რაზეც დედოფალმა უარი თქვა. ამიტომ ის 1624 წელს ქალაქ შირაზში წამებით მოკლეს.

წმინდა ნინოს ჯვარი მცხეთაში, ჯვრის მონასტერში - Sputnik საქართველო
ნინოობა – ქართველთა განმანათლებლის წმინდა ნინოს დღე

დედოფლის წამების მოწმე პორტუგალიელმა მისიონერებმა ნეშტი მალულად ამოთხარეს და ისპაჰანის ავგუსტინელთა მონასტერში გადაასვენეს. მოგვიანებით კი მისიონერებმა ქეთევან დედოფლის სხეულის ნაწილები საქართველოში ჩამოაბრძანეს. ისინი ალავერდის ტაძარში 1723 წლამდე ინახებოდა, შემდგომ კი დაიკარგა. საქართველოსა და რუსეთის გარდა, ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილები წაიღეს გოას წმინდა ავგუსტინეს სახელობის მონასტერში, ასევე ვატიკანში და ბელგიაში. გოაში მდებარე მონასტერი მე-19 საუკუნის დასაწყისში განადგურდა. ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილებს სამეცნიერო ექსპედიციები სხვადასხვა დროს ინდოეთში ეძებდნენ.

2013 წელს ჟურნალმა ARCHEOLOGY გაავრცელა კვლევა, რომელშიც ამტკიცებდა რომ გოაში მდებარე ეკლესიის ნანგრევებში აღმოჩენილი ძვლები, სავარაუდოდ, ქეთევან დედოფალს ეკუთვნოდა. მათი ინფორმაციით, ქვის სარკოფაგში აღმოჩენილი მკლავის ძვლების დნმ-ის ანალიზმა აჩვენა, რომ დიდი ალბათობით ძვლებს ინდოეთთან კავშირი არ აქვს და ქართული წარმოშობის იყო.

ყველა ახალი ამბავი
0