ლიკანში რომანოვების სასახლის რესტავრაციისთვის 771 000 ლარია გამოყოფილი

© FB / jsc "Partnership Fund"რომანოვების სასახლე ლიკანში
რომანოვების სასახლე ლიკანში - Sputnik საქართველო
გამოწერა
მთავრობის გადაწყვეტილებით ლიკანის პარკს ეროვნული კატეგორიის ძეგლის სტატუსი გასულ კვირას მიენიჭა.

თბილისი, 29 ივლისი — Sputnik. ბორჯომში ლიკანის რომანოვების სასახლის რესტავრაცია  დაიწყება.

პირველ ეტაპზე დაგეგმილია  სასახლის, ორანჟერეის, საკონფერენციო დარბაზისა და ასევე ყოფილი სამთავრობო რეზიდენციის პარკის პროექტირება. ამასთან, მოხდება რომანოების სასახლის  მუზეომოგრაფიული კვლევა და შეიქმნება მთელი კომპლექსის გენერალური გეგმა, ნათქვამია საქართველოს საპარტნიორო ფონდის განცხადებაში.

 „აღნიშნული სამუშაოების შესასრულებლად 771 000 ლარი დაიხარჯება. საპროექტო სამუშაოების ხანგრძლივობაა რვა თვე. პროექტირების დასრულებისთანავე, დაიგეგმება სამშენებლო-სარესტავრაციო  სამუშაობის დაწყება", — ნათქვამია განცხადებაში. 

რომანოვების სასახლე ლიკანში - Sputnik საქართველო
რომანოვების სასახლე ლიკანში მუზეუმად გადაკეთდება

როგორც ორგანიზაციაში აცხადებენ, მთავრობის გადაწყვეტილებით ლიკანის პარკს  ეროვნული კატეგორიის ძეგლის სტატუსი გასულ კვირას მიენიჭა.  

სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოსა და „საპარტნიორო ფონდს" შორის 2016 წელს გაფორმდა ხელშეკრულება, რომლის თანახმად ფოდნმა  კომპლექსის რესტავრაცია-რეაბილიტაციის  ვალდებულება აიღო. 

კომპლექსის პროექტირებისა და მომდევნო რეაბილიტაცია-რესტავარციის  სწორად დაგეგმვისა და განხორციელების მიზნით, „საპარტნიორო ფონდი" აქტიურად თანამშრომლობს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოსთან.   

ლიკანი - Sputnik საქართველო
ლიკანი საქართველოს ეროვნული პარკი გახდება

რომანოვების სასახლე მავრიტანული სტილის ვილაა, რომელიც რუსეთის იმპერატორის ბრძანებით დიდი მთავრის ნიკოლოზ მიხეილის ძისათვის აშენდა მტკვრის სანაპიროზე ლიკანში 1892-1895 წლებში. პროექტის ავტორი იყო ხნობილი არქიტექტორი ლეონტი-ბენუა. 

საბჭოთა პერიოდში რომანოვების სასახლე სახელმწიფო საკუთრებაში გადავიდა. აქ ხშირად ისვენებდნენ საბჭოტა ხელისუფლების პირველი პირები, მათ შორის იოსებ სტალინი. 

საქართველოს დამოუკიდებლობის წლებში, სასახლეს საქართველოს პრეზიდენტის საზაფხულო რეზიდენციის ფუნქცია ჰქონდა. 

 

 

 

ყველა ახალი ამბავი
0