ქეთი მელუას კონცერტზე მატარებლით: საქართველოს რკინიგზის ინიციატივა

© photo: courtesy of Georgian Railwayსაქართველოს რკინიგზა
საქართველოს რკინიგზა - Sputnik საქართველო
გამოწერა
თბილისიდან და ბათუმიდან ქეთი მელუას კონცერტზე ჩასვლა მატარებლითაა შესაძლებელი.

თბილისი, 23 ივლისი — Sputnik.  „Black Sea Arena“-ზე ქეთი მელუას კონცერტზე დასწრების მსურველთათვის, თბილისიდან ბათუმის, ასევე, ბათუმიდან თბილისის მიმართულებით, 23 და 24 ივლისს, ყველა მოძრავ ელექტრომატარებლებზე დაემატება გაჩერება „Black Sea Arena“-ს სიახლოვეს, ახალაშენებულ ბაქანზე, იტყობინება „საქართველოს რკინიგზა“ სოციალურ ქსელ Facebook-ის თავის ოფიციალურ გვერდზე. 

ქეთი მელუას კონცერტი შავი ზღვის კურორტ შეკვეთილში სამთავრობო პროექტ Check in Georgia,-ს ფარგლებში ჩატარდება. შოუს სახელწოდებაა „ზაფხულის დღესასწაული“. 

კონცერტზე მელუა დაუკრავს და იმღერებს თავისი ბრიტანული ბენდის თანხლებით: ბას გიტარისტი ტიმ ხარისი, პიანისტი მარკ ედვრდსი, დასარტყამი ინსტრმენტები — სიმონ ლი და გიტარისტი პოლ სოიერი. სარამოს სპეციალური სტუმარი იქნება გორის ქალთა კამერული გუნდი. 

ქეთი მელუა - Sputnik საქართველო
ქეთი მელუა კონცერტს საქართველოში 23 ივლისს გამართავს

საქართველოში დაბადებული ქეთი მელუა ჩრდილოეთ ირლანდიაში 8 წლის ასაკში გადავიდა, ხოლო 14 წლის ასაკში — ინგლისში. მისი დებიუტი 2003 წელს შედგა, როცა გამოიცა მისი პირველი ალბომი Call Off the Search. პირველი 5 თვის განმავლობაში ეს ალბომი 1,2 მილიონიანი ტირაჟით გაიყიდა. 

დღეს ქეთი მელუა ცნობილი მომღერალია არა მარტო დიდ ბრიტანეთსა და საქართველოში, არამედ მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში. დღისათვის მსოფლიოში გაყიდულია მისი 11 მილიონზე მეტი დისკი, ხოლო მის კონცერტებს მილიონზე მეტი ადამიანი დაესწრო. 


ყველა ახალი ამბავი
0