„უნივერსიტეტთა პრეზიდენტების საერთაშორისო ასოციაციას" ქართველი უხელმძღვანელებს

© FB / CaucasusUniversityკავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტი კახა შენგელია
კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტი კახა შენგელია - Sputnik საქართველო
გამოწერა
კახა შენგელიამ აღნიშნა, რომ მომავალი სამი წლის განმავლობაში მისი მთავარი მიზანი განათლებაში ინოვაციების დანერგვა იქნება.

თბილისი, 17 ივლისი — Sputnik. „უნივერსიტეტთა პრეზიდენტების საერთაშორისო ასოციაციის" (IAUP) პრეზიდენტად სამი წლის ვადით „კავკასიის უნივერსიტეტის“ პრეზიდენტი კახა შენგელია აირჩიეს.

ინაუგურაციის ცერემონია ჰოფბურგის სასახლეში, ვენაში გაიმართა. ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს ვიცე-პრემიერი, განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა, ქართული სახელმწიფო და კერძო უმაღლესი სასწავლებლის 30-მდე წარმომადგენელი და მსოფლიოს 75 ქვეყნის 400-მდე უნივერსიტეტის პრეზიდენტი.

მათემატიკური ამოცანა - Sputnik საქართველო
საქართველოში მასწავლებელთა დიდმა ნაწილმა გამოცდები ვერ ჩააბარა

კახა შენგელიამ თავის საინაუგურაციო მიმართვაში აღნიშნა, რომ მომავალი სამი წლის განმავლობაში მისი მთავარი მიზანი იქნება განათლებაში ინოვაციების დანერგვა და გაეროსთან განათლების საკითხებში მჭიდრო თანამშრომლობა.

„ჩემი მთავარი სლოგანი არის ის, რომ განათლებას ესაჭიროება ინოვაციები. თუ განათლებაში ინოვაციები არ იქნება, ნებისმიერ ვარიანტში განათლება განწირულია", — განუცხადა ქართულ მედიას კახა შენგელიამ.

„უნივერსიტეტთა პრეზიდენტების საერთაშორისო ასოციაცია" (IAUP) 1964 წელს დაარსდა. ასოციაციაში უმაღლესი სასწავლებლების 600-მდე წევრი-ხელმძღვანელი შედის (რექტორები, პრეზიდენტები, კანცლერები და ვიცე-კანცლერები). ასოციაციის საქმიანობას მხარს უჭერენ გაერო, იუნესკო, საერთაშორისო ბანკი და სხვა ორგანიზაციები.

ასოციაციის ძირითადი მიზანია მთელ მსოფლიოში განათლების ხარისხის ამაღლება, კერძოდ, ევროპული განათლების უნიფიკაციის, აკადემიური გაცვლისა და თანამშრომლობის და მსოფლიოში საგანმანათლებლო პროცესების ორგანიზებაში ხელშეწყობის გზით. განსაკუთრებით მნიშვნელოვან ამოცანას წარმოადგენს განათლების სფეროში უმნიშვნელოვანესი პრობლემების გამოვლენა მთელ მსოფლიოში უმაღლესი დაწესებულებების ხელმძღვანელებს შორის ურთიერთობათა სისტემის აგების გზით. „უნივერსიტეტთა პრეზიდენტების საერთაშორისო ასოციაცია" უნიკალურ საერთაშორისო პლატფორმას წარმოადგენს, რომლის ფარგლებში პროფესიული გამოცდილების გაცვლა მიმდინარეობს.

ნარიყალა - Sputnik საქართველო
ილიას უნივერსიტეტი შანხაის უნივერსიტეტების ახალ რეიტინგში შევიდა

ასოციაციის პრაქტიკული საქმიანობა სამწლიან პროგრამებს ეფუძნება, რომელსაც ასოციაციის აღმასრულებელი კომიტეტი ამტკიცებს. საქმიანობის საკვანძო მიმართულებებს წარმოადგენს გლობალიზაციის პირობებში უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის საკითხები, განათლების სფეროში ინოვაციური ტექნოლოგიების ზრდის ტემპების წახალისება და უმაღლესი დაწესებულებების მდგრადობისა და დამოუკიდებლობის შენარჩუნების ერთიანი საგანმანათლებლო სტრატეგიების შემუშავება. აღნიშნული საკვანძო მიმართულებების რეალიზებაზე პასუხს რეგიონული საბჭოები აგებენ.

რეგიონული ლიდერები მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში მნიშვნელოვან პოლიტიკურ და კულტურულ პრობლემებზე რეგულარულად აწყობენ სემინარებს, კონფერენციებს და სიმპოზიუმებს. ასეთი შეხვედრები საერთაშორისო დონეზე ურთიერთქმედების უწყვეტ პროცესს და ურთიერთობების განვითარების დინამიკას უზრუნველყოფს.

თსუ - Sputnik საქართველო
თსუ ევროპის საუკეთესო უნივერსიტეტების სიაში მოხვდა

კახა შენგელია — დაიბადა 1970 წელს სამტრედიაში. ეკონომიკურ და ისტორიულ მეცნიერებათა კანდიდატია (საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი), ჰარტვორდის უნივერსიტეტის და ინგლისური ენის ინსტიტუტის კურსდამთავრებულია (აშშ, კონექტიკუტი). 1988-1993 წლებში დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მსოფლიო ისტორიისა და საერთაშირისო ურთიერთობათა ფაკულტეტი, 1988-1992 წლებში — საფინანსო და საორგანიზაციო მართვა (თბილისის ბიზნესის უმაღლესი სკოლა). აგრეთვე სწავლობდა სარატოვში.

2004-2005 წლებში იყო საქართველოს პარლამენტის წევრი, საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, 2005-2008 წლებში — განათლების, მეცნიერების, სპორტისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე. ფლობს ქართულ, ინგლისურ, ფრანგულ, თურქულ და რუსულ ენებს. ჰყავს მეუღლე და სამი შვილი.

ყველა ახალი ამბავი
0