უკრაინულ რეალითი შოუში plus-size ქართველი ჟურნალისტები მიიღებენ მონაწილეობას

© FB/ Nino Chelidzeნინო ჭელიძე
ნინო ჭელიძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
რეალითი შოუში ერთმანეთს კონკურენციას პლუს ზომა 10 მოდელი გაუწევს, რომლებსაც მკაცრი ჟიურის ზედამხედველობის ქვეშ სხვადასხვა სახის ამოცანების შესრულება მოუწევთ.

თბილისი, 17 ივლისი — Sputnik. უკრაინულ ტელეარხ "1+1"-ზე ახალი რეალითი შოუ plus-size იწყება, სადაც ქართველი ჟურნალისტები ნინო ჭელიძე და ანუკა ფერაძე არიან მიწვეული, აცნობა "Sputnik–საქართველოს" შოუს ერთ-ერთმა ქართველმა მონაწილემ ნინო ჭელიძემ.

თბილისში კონკურსის მის მკერდი 2017 ფინალი გაიმართა - Sputnik საქართველო
თბილისში კონკურსის "მის მკერდი 2017" ფინალი გაიმართა

რეალითი შოუში ერთმანეთს კონკურენციას პლიუს ზომა 10 მოდელი გაუწევს, რომლებსაც მკაცრი ჟიურის ზედამხედველობის ქვეშ სხვადასხვა სახის ამოცანების შესრულება მოუწევთ.

სტანდარტული მოდელების მიმართულებით მსგავსი რეალითი შოუ უკრაინაში უკვე დიდი ხანია იმართება, რაც შეეხება პლუს ზომა მოდელებს — ეს პირველი რეალითი შოუა.

"რამდენიმე თვის წინ გამოაცხადეს კასტინგი და ნებისმიერი ქვეყნიდან შეეძლოთ მსურველებს მონაწილეობის მიღება. იულია მორგუმოვა არის საქართველოში პირველი პლუს ზომა მოდელი და პლუს ზომა სამოდელო ხაზის ორგანიზატორი. სწორედ მისი ძალისხმევით მე და ანუკამ, რომელიც ასევე ჟურნალისტია, მივიღეთ მონაწილება კასტინგში და მოვხვდით ათეულში. პირველები ვიქნებით საქართველოდან, ვინც საერთოდ მსგავსი ტიპის რეალითი შოუში მიიღებს მონაწილეობას", — განაცხადა ნინო ჭელიძემ.

პროექტი 3 თვის განმავლობაში გაგრძელდება, ყოველ კვირა იქნება სხვადასხვა დავალებები, მაგალითად, რომელიმე ბრენდის რეკლამირება, წყალქვეშა ფოტოსესია, ექსტრემალურ სიტუაციებში პოდიუმზე გამოსვლა და ა.შ. პროექტს ყოველ კვირაში ერთი მონაწილე დატოვებს.

შოუს გამარჯვებულს ნიუ–იორკის ერთ–ერთი სამოდელო სააგენტო კონტრაქტს გაუფორმებს.

ყველა ახალი ამბავი
0