თხელი პოლიეთილენის პაკეტები საქართველოში 2018 წლიდან აიკრძალება

© photo: Sputnikხედი ძველ თბილისზე
ხედი ძველ თბილისზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს ხელისუფლება პოლიეთილენის პაკეტების გამოყენებას ეტაპობრივად აკრძალავს, თან ისე, რომ ეს ბიზნესზე არ აისახოს

თბილისი, 13 ივლისი — Sputnik. საქართველოს პარლამენტი განიხილავს შესწორებებს კოდექსში "ნარჩენების შესახებ", რომელიც ითვალისწინებს 15 მიკრონზე ნაკლები სისქის პოლიეთილენის პაკეტების წარმოებასა და გამოყენებას, განაცხადა გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის მოადგილე ეკატერინე გრიგალავამ.

გარემოს დავის სამინისტროს მონაცემებით, საქართველოს თითოეული მცხოვრები წელიწადში საშუალოდ 525 პოლიეთილენის პაკეტს იყენებს. ბევრ ევროპულ ქვეყანაში ამაზე გადასახადია დაწესებული.

"1 იანვრიდან (2018 წლის) იგეგმება 15 მიკრონზე სქელი პაკეტების აკრძალვა. ეს პაკეტები ჩვენს გარემოს ყველაზე ძლიერად აბინძურებს, ადვილად ხვდება ნიადაგში და გრუნტის წყლებში, ცხოველების ორგანიზმში და დიდ ზიანს აყენებს ადამიანის ჯანმრთელობას", — განუცხადა გრიგალავამ ტელეარხ TV Pirveli-ს.

შსს - Sputnik საქართველო
შსს ბუნებრივი აირზე მომუშავე ავტომობილებთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს

მისი თქმით, პოლიეთილენის პაკეტების გამოყენებისა და წარმოების აკრძალვის დარღვევისთვის ამოქმედდება 500 ლარის ოდენობის ჯარიმა.

ამჟამად საქართველოს პარლამენტი განიხილავს სხვა პოლიეთილენის პაკეტების აკრძალვის პრინციპებსაც, ასევე მუშაობს ტექნიკურ რეგლამენტზე ყველა სახის სტანდარტიზაციისთვის.

მინისტრის მოადგილე დარწმუნებულია, რომ შესწორებები ბიზნესზე არ აისახება.

"ჩვენ უცბად ვერ ავკრძალავთ ყველა პოლიეთილენის პაკეტს — თავდაპირველად ბიზნესმენებს წარმოების გადაწყობისთვის დროს მივცემთ, შემდეგ კი მისი თანდათანობით შემცირების შესაძლებლობას", — განაცხადა გრიგალავამ.

ამასთან, სამინისტრო მუშაობს იმაზე, რომ საქართველოში ბიოლოგიურად ხრწნადი პაკეტები დაინერგოს.

 

ყველა ახალი ამბავი
0