ტექნიკოსებს, რომლებზეც BP-ში დიდი მოთხოვნაა, თბილისში მოამზადებენ

© courtesy of Telasiსარემონტო სამუშოები
სარემონტო სამუშოები - Sputnik საქართველო
გამოწერა
ბრიტანული ნავთობკომპანია „ბრიტიშ პეტროლიუმი“ (BP) პირობას დებს, რომ ტექნიკური გადამზადების ცენტრის კურსდამთავრებულებს დაასაქმებს.

თბილისი, 6 ივლისი — Sputnik. თბილისში შემოდგომაზე ტექნიკური გადამზადების ცენტრი გაიხსნება, სადაც სტუდენტებს შესაძლებლობა ექნებათ დაეუფლონ ისეთ პროფესიებს, რომლებზეც შრომის ბაზარზე მოთხოვნაა, აღნიშნულია განათლების სამინისტროს ვებ-გვერდზე.

კერძოდ, ახალ ცენტრში სტუდენტები შეძლებენ შეისწავლონ ინჟინერ-მექანიკოსის, მაღალი ძაბვის ელექტრიკოსისა და წარმოების ავტომატიზაციის ტექნიკოსის პროფესიები.

სკოლის მოსწავლეები - Sputnik საქართველო
როგორ გავხდეთ მილიონერი – მასწავლებლებს შანსი მიეცათ

ყველა სასწავლო პროგრამა ევროპულ სტანდარტებს შეესაბამება. წარმატებული კურსდამთავრებულები პროფესიული განათლების დიპლომთან ერთად შეძლებენ გერმანული სერტიფიკატის მიღებას, რომელიც საერთაშორისო დონეზეა აღიარებული.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციულ შენობაში ტექნიკური გადამზადების ცენტრის პირველი გერმანული ლაბორატორია განთავსდა. მისი ღირებულება 579 ათას აშშ დოლარს აღწევს.

ამჟამად უცხოელი სპეციალისტების მიერ უმაღლესი სასწავლებლების პროფესორ-მასწავლებლების გადამზადება მიმდინარეობს.

ახალ ლაბორატორიაში უკვე იმყოფებოდნენ განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა, ფონდ „ათასწლეულის გამოწვევა — საქართველოს" აღმასრულებელი დირექტორი მაგდა მაღრაძე და ბრიტანული ნავთობკომპანიის British Petroleum (BP) გენერალური მენეჯერი კრის შლიტერი.

„ეს არის სასწავლო ლაბორატორია, სადაც სტუდენტებს – პროფესიული პროგრამების სტუდენტებს და უმაღლესი განათლების პროგრამების სტუდენტებს საშუალება ექნებათ, უახლესი ტექნოლოგიით შეისწავლონ ელექტრობა, ჰიდრავლიკა, კომპიუტერულად მართვადი წარმოება. მოკლედ, ეს არის ყველა ის სპეციალობა, რომელშიც ჩვენ ძალიან გვიჭირს და სადაც გვჭირდება ხალხი", — განაცხადა ჯეჯელავამ.

პროექტის საერთო ღირებულება 5,5 მლნ აშშ დოლარია, აქედან 2,3 მლნ გამოყო ფონდმა "ათასწლეულის გამოწვევა — საქართველო", დანარჩენი თანხა კი სახელმწიფომ და კერძო სექტორმა.

„BP-სა და მისი პარტნიორების სახელით მინდა გამოვთქვა განსაკუთრებული სიხარული ლაბორატორიის გახსნასთან დაკავშირებით. აქ მოამზადებენ ტექნიკოსებს, და, როგორც თქვენთვის არის ცნობილი, ჩვენ მათ მთელი საქართველოს მასშტაბით ვასაქმებთ", — განაცხადა შლიტერმა.

BP-ს გარდა, საუკეთესო კურსდამთავრებულები დასაქმდებიან კიდევ 20 ქართულ კომპანიაში, რომლებიც პროფესიული განათლების ამ პროგრამაში არიან ჩართული.

ყველა ახალი ამბავი
0