ქულათა ახალი სისტემის ამოქმედების პირველ დღეს დაწერილი ოქმები და ჩამოკლებული ქულები

© Sputnik / Alexander Imedashviliსაპატრულო პოლიცია
საპატრულო პოლიცია - Sputnik საქართველო
გამოწერა
კანონის ამოქმედების პირველივე დღეს საქართველოს მასშტაბით ასობით ოქმი დაიწერა.

თბილისი, 1 ივლისი — Sputnik. თბილისსა და რეგიონებში, ქულათა ახალი სისტემის ამოქმედებიდან 15 საათის შემდეგ, 1586 ოქმი დაიწერა, აქედან 996 ქულებიანი ოქმია, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებელი.

აღნიშნული ინფორმაცია ჟურნალისტებს შინაგან საქმეთა სამინისტროდან მიაწოდეს.

საცობი ქალაქში - Sputnik საქართველო
დამრღვევი მძღოლების წინააღმდეგ სანქციები გამკაცრდა

"ქალაქ თბილისში და რეგიონებში პირველი ივლისის ღამის 12 სთ-დან, 15:00 საათამდე დაიწერა სულ 1586 ოქმი, აქედან ქულებიანი 996", – განაცხადეს შს სამინისტროში.

"საგზაო მოძრაობის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილებები ძალაში 1 ივლისს შევიდა.

1 ივლისს ავტომფლობელებს მართვის მოწმობაზე 100 ქულა დაერიცხათ, რომელიც საგზაო მოძრაობის წესების დარღვევასთან ერთად შემცირდება.

ავტომფლობელებს მართვის მოწმობას ჩამოართმევენ, თუ ისინი საგზაო მოძრაობის წესების დარღვევის წლიურ ლიმიტს, 100 ქულას ამოწურავენ.

სიახლის თანახმად, 100 ქულა ყოველწლიურად დაირიცხება, თუმცა, 2017 წელს ეს იქნება ექვსი თვე, რაც წლის ბოლომდე დარჩენილ პერიოდს გულისხმობს.

ყველა ახალი ამბავი
0