09:59 17 აგვისტო 2017
პირდაპირი ეთერი
ქართული ტელეარხების ოპერატორები

თბილისში საერთაშორისო სამხრეთკავკასიური მედიაფორუმი გაიმართება

© Sputnik / Alexander Imedashvili
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
32 0 0

ფორუმს გახსნის რუსეთის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი საერთაშორისო კულტურული თანამშრომლობის საკითხებში მიხაილ შვიდკოი.

თბილისი, 27 ივნისი — Sputnik. რუსეთის, აზერბაიჯანის, სომხეთისა და საქართველოს წამყვანი მედიასაშუალებების მთავარი რედაქტორები, ჟურნალისტები და ექსპერტები მონაწილეობას მიიღებენ საერთაშორისო სამხრეთკავკასიურ მედიაფორუმში, რომელიც თბილისში 29-30 ივნისს გაიმართება, განუცხადეს "Sputnik-საქართველოს" ღონისძიების ორგანიზატორებმა.

წელს ფორუმის თემაა — "მედია, პოლიტიკა, ღირებულებები: პოსტ-სიმართლის (post-truth) დაძლევა".

"ბოლო ათწლეულების განმავლობაში მსოფლიო მედია, მასთან ერთად საზოგადოება ამ ახალ საინფორმაციო რეალობას ეგუებოდნენ. ეგუებოდნენ, როდესაც იბომბებოდა იუგოსლავია, ინგრეოდა ერაყი, ლიბია, სირია… არადა, "პოსტ-სიმართლესთან" შეგუება სახიფათოა. რაც არ უნდა მაცდური არ უნდა ჩანდეს სიტყვები, რომელიც სანახევროდ ნათქვამით და ცრუ ემოციებით არის სავსე, მის საფუძველზე ვერ აიგება პატიოსანი და პირდაპირი მრავალმხრივი შეთანხმებები, რომლებიც მსოფლიოს ყველაზე სახიფათო რეგიონებში უფრო სამართლიანი წესრიგის დამყარებას უზრუნველყოფს", — ნათქვამია ორგანიზატორთა განცხადებაში.

ისინი დარწმუნებულნი არიან, რომ მოდა "პოსტ-სიმართლეზე", რომელიც წამყვანმა გლობალურმა მედიებმა შექმნეს, უნდა დაძლეულ იქნას, "თუ გვსურს ვიცხოვროთ უფრო უსაფრთხო სამყაროში, თუ გვინდა შევინარჩუნოთ ჟურნალისტური პროფესიის აზრი".

ღონისძიება თბილისში გაზეთ "საქართველო და მსოფლიოს" მოწვევით გაიმართება. ორგანიზატორები რუსეთის მხრიდან — პოლიტოლოგიური ცენტრი "ჩრდილოეთი-სამხრეთი", პრეს-კლუბი "თანამეგობრობა", მხარდამჭერია დსთ-ის ქვეყნების ჰუმანიტარული თანამშრომლობის სახელმწიფოთაშორისო ფონდი.

ფორუმს საპატიო სტუმარი გახსნის — დსთ-ის ქვეყნების ჰუმანიტარული თანამშრომლობის სახელმწიფოთაშორისო ფონდის თანათავმჯდომარე, რუსეთის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი საერთაშორისო კულტურული თანამშრომლობის საკითხებში მიხაილ შვიდკოი.

მედიფორუმის მონაწილეებისათვის პროფესიულ ტრენინგებს ჩაატარებენ ინტერნეტ-გაზეთის "თვალსაზრისი" მთავარი რედაქტორი ალექსეი შარავსკი, რადიოსადგურ Вести FM-ის წამყვანი გიორგი სარალიძე, ეკლესიის მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის მოსკოვის საპატრიარქოს განყოფილების თავმჯდომარე ვახტანგ ყიფშიძე, ჟურნალ Forbes-ის კოლუმნისტი ალექსეი ფირსოვი.

მონაწილეები არაფორმალურ გარემოში შეკითხვებს დაუსვამენ რადიოსადგურ "ლაპარაკობს მოსკოვის" გენერალურ დირექტორს ვლადიმირ მამონტოვს და ერთმანეთს გამოცდილებას გაუზიარებენ.

ფორუმის ფარგლებში გაიმართება მრგვალი მაგიდა "სამხრეთ კავკასია არქიკასა და მოდერნს შორის".

ღონისძიების სამუშაო ენები — რუსული და ქართული. მასში შეუძლიათ მიიღონ მონაწილეობა 35 წლამდე ასაკის მედიის წარმომადგენლებს.

 

მთავარი თემები