07:38 19 აგვისტო 2017
პირდაპირი ეთერი
გიორგი კეკელიძე და ლევან იზორია მემორანდუმზე ხელმოწერისას

ქართველი სამხედროები პარლამენტის ბიბლითეკით ისარგებლებენ

© FB / National Library of Georgia
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
10 0 0

პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლებს ციფრული და წიგნის არქივებით სარგებლობის შესაძლებლობას მისცემს.

თბილისი, 27 ივნისი — Sputnik. საქართველოს სამხედრო ბაზებზე წიგნის კუთხეები მოეწყობა — ყოველმხრივი ინტელექტუალური განვითარების მიზნით ქართველ სამხედროებს წიგნებით ილია ჭავჭავაძის სახელობის საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა მოამარაგებს.

შესაბამის მემორანდუმს ხელი ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალურმა დირექტორმა გიორგი კეკელიძემ და თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ მოაწერეს.

კეკელიძემ წიგნების პირველი ნაწილი (500 წიგნი) ვაზიანის პირველი საარტილერიო ბრიგადის ბიბლიოთეკას უკვე გადასცა საჩუქრად.

"ეს ადამიანები, გარდა იმისა, რომ ფიზიკურად გვიცავენ, ამავე დროს იმ მემკვიდრეობას იცავენ, რომელიც ამ წიგნების სახით არის წარმოდგენილი. და ჩვენი მხრიდან, ბუნებრივია, ერთი თვალსაზრისით ეს იყო პატივისცემის ჟესტი, მეორე მხრივ, დარწმუნებული ვარ, რომ ისინი ბევრ წიგნს წაიკითხავენ", — განაცხადა ბიბლიოთეკის დირექტორმა.

იზორიას თქმით, საქართველოს თავდაცვის სამინისტრო, სამხედრო განათლებასთან ერთად, ქვეყნის შეიარაღებული ძალების წარმომადგენლებს მრავალმხრივი ინტელექტუალური განვითარების შესაძლებლობებს სთავაზობს.

"თითოეულ სამხედროს ექნება შესაძლებლობა, უკეთ გაეცნოს ჩვენი ქვეყნის ისტორიას, განსაკუთრებით სამხედრო ისტორიას. ჩვენ ვაყალიბებთ ძალიან კარგ ტრადიციას და კარგ ფორმატებს თანამშრომლობისთვის, რათა მოვიწვიოთ ქართველი მწერლები და ისტორიკოსები", — აღნიშნა ლევან იზორიამ.

მემორანდუმის მიზანია მხარეებს შორის სხვადასხვა კულტურული და საგანმანათლებლო ღონისძიებების განხორციელებისთვის ხელშეწყობა. გარდა ამისა, დოკუმენტის თანახმად, თავდაცვის სამინისტროს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო და საკონფერენციო დარბაზებითა და ასევე ციფრული ბიბლიოთეკითა და ბიბლიოთეკის არქივით უფასო სარგებლობის შესაძლებლობა ექნება.

თავდაცვის სამინისტროს ბიბლიოთეკარების მომზადებაშიც გაუწევენ დახმარებას.

მთავარი თემები