21:27 17 აგვისტო 2017
პირდაპირი ეთერი
უპილოტო საფრენი აპარატი

საქართველოში ხუთი კგ მასის დრონები რეგისტრაციას დაექვემდებარებიან

© Sputnik/ Илья Питалев
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
31 0 0

უპილოტო საფრენმა აპარატებმა საფრთხე არ უნდა შეუქმნან ადამიანების სიცოცხლესა და ჯანმრთელობას, ასევე სამოქალაქო თვითმფრინავებს, სხვა მფრინავ ობიექტებს.

თბილისი, 26 ივნისი – Sputnik. საქართველოში უპილოტო საჰაერო ხომალდები, რომელთა ასაფრენი მასა 5 კგ-ს აღემატება, 1 სექტემბრიდან რეგისტრაციას დაექვემდებარება, ნათქვამია სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის ბრძანებაში, რომელიც „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ გამოქვეყნდა.

უპილოტო საფრენი აპარატებიდან გადაღება ყოველწლიურად პოპულარული ხდება. მიმდინარე წლის აპრილში საქართველოს მოსახლეობა განაცვიფრა სანახაობამ, როდესაც მათ ქალაქის ქუჩების, სახლებისა და ხეების თავზე მფრინავი მამაკაცი დაინახეს, რომელიც დიდ დრონზე დამაგრებულ ჰამაკში იწვა. როგორც მოგვიანებით გაირკვა, ჰამაკში ადამიანი კი არა, მანეკენი იყო, „პერფორმანსის“ ორგანიზატორი კი ერთ-ერთი ქართული კომპანია აღმოჩნდა.

„უპილოტო საჰაერო ხომალდების რეგისტრაციისა და ფრენის, აგრეთვე უპილოტო საჰაერო სისტემისა და უპილოტო საჰაერო ხომალდების ექსპლუატაციის, გამოყენებისა და შეზღუდვების წესების დამტკიცების შესახებ“ ბრძანების თანახმად, სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში 5 კგ-ზე მეტი ასაფრენი მასის მქონე უპილოტო საფრენი აპარატის რეგისტრაციაზე მოთხოვნები ძალაში 2017 წლის 1 ნოემბრიდან შევა.

მოიერიშე Су-25
Управление пресс-службы и информации министерства обороны РФ

რეგისტრაციის გავლის გარეშე უპილოტო საფრენ ხომალდებს ფრენა აეკრძალებათ. ამასთან, საფრენი აპარატი შეიძლება დარეგისტრირდეს ერთ პირზე, რომელსაც შეუსრულდა 16 წელი. რეგისტრაცია ყოველ ორ წელიწადში უნდა განახლდეს.

გარდა ამისა, თითოეულ დარეგისტრირებულ საფრენ ხომალდს უნდა ჰქონდეს ხუთი ციფრისგან შემდგარი ამოსაცნობი ნიშანი.

სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ შემოიღო შეზღუდვა ყველა უპილოტო საფრენი აპარატისთვის, სათამაშოების გამოკლებით, რომელთა წონაც 250 გრამს არ აღემატება.

1 სექტემბრიდან უპილოტო საფრენი ხომალდისთვის ფრენის მაქსიმალური სიმაღლე 400 ფუტი (122 მეტრი), ხოლო მაქსიმალური დასაშვები სიჩქარე — 160 კმ/სთ იქნება.

სააგენტოს სპეციალური ნებართვის გარეშე შესაძლებელია 25 კგ-მდე მასის საფრენი აპარატის გამოყენება, რომლის ფრენის დასაშვები სიჩქარეა 54 კმ/სთ. ამასთან, ის უნდა იმყოფებოდეს ჰორიზონტალურად 50 მეტრის დაშორებით ადამიანთა ჯგუფისგან, რკინიგზისა და საავტომობილო გზისგან და 6 კმ-ში ჰორიზონტალურად — აეროდრომიდან.

დანარჩენ შემთხვევაში ფრენისათვის სპეციალური ნებართვაა საჭირო.

ამასთან ერთად იკრძალება უპილოტო საფრენი ხომალდებით ადამიანების გადაყვანა, სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთა, უპილოტო საჰაერო ხომალდის   დაუდევრად მართვა, რამაც შეიძლება სხვისი ქონების დაზიანება გამოიწვიოს.

გარდა ამისა, იკრძალება ავტონომიური უპილოტო საჰაერო ხომალდების გამოყენება და ერთდროულად რამდენიმე საფრენი აპარატის მართვა.

150 კგ-ზე მეტი წონის უპილოტო საფრენი ხომალდის მართვისთვის აუცილებელია მფრინავის კატეგორიის მიღება.

მთავარი თემები