თბილისის საქველმოქმედო მარათონზე რეგისტრაცია დაიწყო

© photo: Sputnik / Anna Yarovikovaთბილისის მარათონი
თბილისის მარათონი - Sputnik საქართველო
გამოწერა
მარათონი საქართველოს დედაქალაქში 22 ოქტომბერს გაიმართება. შემოსული თანხა მთლიანად ქველმოქმედებას მოხმარდება.

თბილისი, 26 ივნისი — Sputnik. თბილისის საქველმოქმედო მარათონში (Tbilisi Marathon) მონაწილეთა რეგისტრაცია დაიწყო, რომელიც ღონისძიების ოფიციალურ ვებ-გვერდზე 2017 წლის 21 ოქტომბრამდე გაგრძელდება.

მარათონი თბილისში - Sputnik საქართველო
„თბილისი გმირებისთვის დარბის“ - მარათონი საქართველოს დედაქალაქში

მათთვის, ვინც რეგისტრაციას 22 სექტემბრამდე გაივლის, ორგანიზატორები სპეციალურად მოამზადებენ სახელობით მაისურებს, რომლებიც მონაწილეებს 20 და 21 ოქტომბერს 10:00-დან 21:00 საათამდე სარეგისტრაციო კარვებში დაურიგდებათ. სარეგისტრაციო კარვები თბილისის საკონცერტო დარბაზის (ფილარმონია) წინ განთავსდება. საჭიროა თან იქონიოთ პირადობის დამადასტურებელი მოწმობა და სარეგისტრაციო ნომერი.

10-კილომეტრიანი დისტანციის გარბენზე რეგისტრაციის ღირებულებაა 15 ლარი, 21,1 კილომეტრზე — 20 ლარი.

6-დან 11 წლამდე ბავშვებს სთავაზობენ 500-მეტრიან, ხოლო 11-დან 15 წლამდე მოზარდებს — ერთკილომეტრიან დისტანციას.

2017 წელს მარათონზე სიახლე იქნება — ორგანიზატორებმა გუნდური ესტაფეტა დაამატეს.

„გუნდი ოთხკაციანი იქნება, თითოეული გაირბენს გარკვეულ მანძილს (საერთო დისტანცია 21 კმ), ანუ ოთხივეს თავისი დისტანცია ექნება. პირველმა უნდა გაირბინოს 4,5 კმ, მეორემ — 10 და ა.შ. სულ ასეთი 30 გუნდი იქნება", — განუცხადეს "Sputnik-საქართველოს" მარათონის ორგანიზატორებმა.

Tbilisi Marathon 2017 22 ოქტომბერს, კვირას გაიმართება. სტარტი და ფინიში, როგორც ყოველთვის, კლასიკურ გიმნაზიასთან იქნება.

© Sputnik / Alexander Imedashviliთბილისის საქველმოქმედო მარათონის მონაწილეები
Участники Тбилисского благотворительного марафона - Sputnik საქართველო
თბილისის საქველმოქმედო მარათონის მონაწილეები

თბილისის კლასიკური გიმნაზიის შენობასთან განთავსდება საინფორმაციო პუნქტი, სადაც ყველა მონაწილე შეძლებს საჭირო ინფორმაციის მიღებას, ასევე მარათონის მიმდინარეობის დროს პირადი ნივთების ჩაბარებას.

მარათონის ქველმოქმედება იმაში გამოიხატება, რომ გარბენის ორგანიზატორები, ტრადიციულად, მარათონიდან შემოსულ თანხას აორმაგებენ და მას ქველმოქმედებას ახმარენ. 2016 წელს შეგროვდა 23 ათასი ლარი, რომელიც გაორმაგდა და პალიატიური დახმარების ბავშვთა ჰოსპისს 46 ათასი ლარი გადაეცა. 2017 წლის ბენეფიციარზე ორგანიზატორები მოგვიანებით განაცხადებენ.

ყველა ახალი ამბავი
0