22:46 19 აგვისტო 2017
პირდაპირი ეთერი
საქართველოს სახელმწიფო სიმებიანი კვარტეტი

თბილისში მევიოლინე კონსტანტინე ვარდელი გარდაიცვალა

© Sputnik/ Б. Кекелидзе
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
7010

კონსტანტინე ვარდელი 78 წლის ასაკში გარდაიცვალა.

თბილისი, 20 ივნისი — Sputnik. თბილისში ცნობილი მევიოლინე, ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის პროფესორი და სულხან ცინცაძის სახელობის საქართველოს სახელმწიფო სიმებიანი კვარეტეტის ერთ-ერთი დამაარსებელი კონსტანტინე ვარდელი გარდაიცვალა.

„ბატონი კონსტანტინე წარჩინებულ მევიოლინეთა არაერთი თაობის აღმზრდელია და თითოეულ მათგანს, ისევე, როგორც კონსერვატორიის უკლებლივ ყველა თანამშრომელს, ძალიან დააკლდება იგი. სამძიმარს ვუცხადებთ ოჯახის წევრებს, მეგობრებს, კოლეგებსა და სტუდენტებს და გამოვთქვამთ რწმენას, რომ მისი საქმე მისივე სტუდენტების მოღვაწეობაში ჰპოვებს გაგრძელებას", — ნათქვამია თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის განცხადებაში.

კონსტანტინე ვარდელი 1939 წლის 15 მაისს სანქტ-პეტერბურგში დაიბადა. 1963 წელს დაამთავრა ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო კონსერვატორია. 1963-1993 წლებში კონსერვატორიას მიუძღვნა თავი. 1966 წლიდან სულხან ცინცაძის სახელობის საქართველოს სახელმწიფო სიმებიან კვარეტეტში პირველი ვიოლინო იყო, ხოლო 1993 წლიდან — საქართველოს სახელმწიფო კამერულ ორკესტრში გერმანიის ქალაქ ინგოლშტატში.

კონსტანტინე ვარდელი იყო საქართველოს სახალხო არტისტი, ლეო ვაინერის სახელობის საერთაშორისო კონკურსის ლაურეატი, ზაქარია ფალიაშვილისა და შოთა რუსთაველის სახელმწიფო პრემიების ლაურეატი.

ქართველ მევიოლინეს ბოლო პერიოდში ჯანმრთელობასთან დაკავშირებული სერიოზული პრობლემები ჰქონდა. ვარდელის მეგობრებმა და კოლეგებმა მუსიკოსის დასახმარებლად არაერთხელ გამართეს საქველმოქმედო კონცერტი. იგი 78 წლის ასაკში გარდაიცვალა.

მთავარი თემები