20:56 14 დეკემბერი 2017
პირდაპირი ეთერი
მშვიდობის ხიდი თბილისში

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ექსპერტებმა თბილისში ურანის საკითხი განიხილეს

© Sputnik / Levan Avlabreli
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
56 0 0

საქართველოს ტერიტორიაზე მაღალგამდიდრებული ურანი არ არსებობს, მისი რუსეთში დაბრუნება 2015 წელს მოხდა.

თბილისი, 19 ივნისი — Sputnik. მაღალგამდიდრებული ურანის წარმოშობის ქვეყანაში დაბრუნების საკითხები თბილისში, ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) მე-11 ტექნიკურ შეხვედრაზე განიხილეს.

საუბარია პროგრამაზე, რომელიც 11 წლის წინ დაიწყო. ამ პროგრამის თანახმად, IAEA-ს 22-მა მონაწილე ქვეყანამ, სადაც ჩინურ და რუსულ ურანზე მომუშავე კვლევითი რექტორები ფუნქციონირებს, გამოყენებული ან გამოუყენებელი რადიაციული ელემენტი წარმოშობის ქვეყანაში უნდა დააბრუნონ, ნათქვამია გარემოსა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

„ეს კიდევ ერთი ნაბიჯია, რომელიც საქართველომ გადადგა ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სფეროში. რადგან როგორც რეგიონალურ, ისე საერთაშორისო დონეზე აღიარებულია ის წარმატებები, რომლებსაც ქვეყანამ ამ მიმართულებით მიაღწია. სწორედ ეს არის იმის მიზეზი, რომ თბილისში მსგავსი მნიშვნელობის საერთაშორისო კონფერენცია ტარდება", — განაცხადა გარემოს დაცვის მინისტრის მოადგილემ მაია ბიტაძემ.

ტექნიკურ შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო მაღალი რანგის 100-მდე წარმომადგენელმა სხვადასხვა სახელმწიფოების მარეგულირებელი ორგანოებიდან და კვლევითი რეაქტორებიდან.

2014 წლის 25 მარტს ფიზიკური ბირთვული უსაფრთხოების ჰააგის სამიტზე მიღებული კომუნიკეს საფუძველზე, 2015 წლის დეკემბერში საქართველომ რუსეთს მაღალგამდიდრებული ურანი დაუბრუნა. ამჟამად ქვეყანას თავის ტერიტორიაზე მაღალგამდიდრებული ურანის მარაგი არ გააჩნია. რეპატრიაციის სანაცვლოდ ქვეყანა 2 მილიონი დოლარის კომპენსაციას მიიღებს.

ადრე საქართველოში ურანს თავის სამუშაოებში იყენებდა თბილისის იზოტოპების ინსტიტუტი და თბილისის გარეუბანში მდებარე საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის კვლევითი ბირთვული რეაქტორი. რეაქტორის მუშაობა 1990 წელს შეწყდა.

 

მთავარი თემები