20:56 14 დეკემბერი 2017
პირდაპირი ეთერი
ბიძინა და ბერა ივანიშვილი

ბერამ უარყო მოარული ხმები ივანიშვილის ინსულტის შესახებ

© FB / Bera
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
7912

ბერა ივანიშვილმა განაცხადა, რომ მისი მამის ჯანმრთელობა ნებისმიერ ახალგაზრდას შეშურდებოდა.

თბილისი, 18 ივნისი-Sputnik. საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის  შვილმა, მუსიკოსმა ბერა ივანიშვილმა მამის ჯანმრთელობის  გაუარესების მოარული ხმები უარყო.

ქართულ მედიაში გაჩნდა ინფორმაცია, რომ საქართველოს ექს-პრემიერს გულზე სერიოზული პრობლემები ჰქონდა. ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ, საკუთარ წყაროზე დაყრდნობით, განაცხადა, რომ ივანიშვილმა ინსულტი გადაიტანა და აჟამად სამკურნალოდ გერმანიაში იმყოფება.

„დილის 6 საათიდან აღელვებული მეგობრების ზარებს ვპასუხობ, სწორედ ამიტომ გადავწყვიტე გავაკეთო განმარტება მათთვის, ვისაც ესმის, რას ნიშნავს ოჯახს მოწყვეტილი კაცისთვის მამაზე გამოგონილი უმსგავსო ინფორმაციის მოსმენა. მინდა გითხრათ, რომ ჩემი 61 წლის მამა ყოველდღე აქტიურად ვარჯიშობს და თავისი ჯანმრთელობის მონაცემებით ნებისმიერ ახალგაზრდას შეედრება. ის ხალხი, კი ვინც ამ დეზინფორმაციას სიხარულით ავრცელებს, მხოლოდ ჩემს სიბრალულს იმსახურებს, რადგან მათ არც დედის, არც მამის, არც შვილის და არც სამშობლოს სიყვარული იციან, ისინი საცოდავი ადამიანები არიან…- დაწერა ბერამ facebook-ის საკუთარ გვერდზე.

ბოლოს, ბერამ ყველას მიულოცა მამის დღე, რომელიც ყოველწლიურად 18 ივნისს აღინიშნება.

მილიარდერმა ბიძინა ივანიშვილმა 2011 წელს გადაწყვიტა პოლიტიკაში ჩაბმა და დააარსა პარტია „ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველო“. ერთი წლის შემდეგ, საპარლამენტო არჩევნებით ეს ძალა, კიდევ ოთხ პარტიასთან კოალიციაში, ხელისუფლებაში მოვიდა და  საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის 9 წლიანი მმართველობა შეცვალა.

2013 წელს ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკიდან წავიდა და სამოქალაქო სექტორში გადაინაცვლა. თუმცა, ოპოზიცია ამტკიცებს, რომ მას დღემდე შენარჩუნებული აქვს მთავრობაზე ზემოქმედების ბერკეტები.


მთავარი თემები