„თელასი" მოსახლეობას აფრთხილებს

"თელასი"
თელასი - Sputnik საქართველო
გამოწერა
გეგმიური სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქის სხვადასხვა უბნებში ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეიზღუდება.

თბილისი, 9 ივნისი — Sputnik. სააქციო საზოგადოება „თელასი" იუწყება, რომ 9 ივნისს გეგმიური სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქში ელექტროენერგიის მიწოდება შეიზღუდება.

სამგორის რაიონი

10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კახეთის გზატკეცილის, აეროპორტის დასახლების, სადგური ლილოს, ლილოს დასახლების, საქნავთობის დასახლების, ალექსეევკის დასახლების, სამხედრო დასახლების, რკინიგზის ჩიხის, დავითაშვილის, იუმაშევის, ქებურიას, ხვედელიანის და ქიზიყის ქუჩების მაცხოვრებლებს.

გლდანის რაიონი

10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის V მიკრორაიონის, ხიზანიშვილის, ქერჩის და გმირ კურსანტთა ქუჩების მაცხოვრებლებს.

ვაკის რაიონი

10:30 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბარნოვის ქუჩის მაცხოვრებლებს.

ისნის რაიონი

10:30 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წულაძის, ლაღიძის, დიდგორის, გუდარეხის, ნინიძის და ციხისძირის ქუჩების მაცხოვრებლებს.

11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილი-2 I მიკრორაიონის, ჩხენკელის, წულაძის, დიდგორის და ციხისძირის ქუჩების მაცხოვრებლებს.

საბურთალოს რაიონი

10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელ დიღმის (ნაწილობრივ) მაცხოვრებლებს.

11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნუცუბიძის პლატოს III მიკრორაიონის I, II, IV კვარტლების, ვაჟა-ფშაველას გამზირის (ნაწილობრივ), ტაშკენტის, ბუდაპეშტის, ფანჯიკიძის, ჩხიკვაძის, ძოწენიძის, ამაშუკელის, ინტენსიფიკაციის, კაპანელის და ნუცუბიძის ქუჩების მაცხოვრებლებს.

11:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თოფურიას და შალვა ნუცუბიძის ქუჩების მაცხოვრებლებს.

კრწანისის რაიონი

10:00 საათიდან 11:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კრწანისის შესახვევის და კრწანისის ქუჩის მაცხოვრებლებს.

ჩუღურეთის რაიონი

10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აღმაშენებლის გამზირის (ნაწილობრივ) მაცხოვრებლებს.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.


ყველა ახალი ამბავი
0