თბილისში ძუძუს კიბოს წინააღმდეგ აქცია–მარათონი გაიმართება

© Sputnik / Alexander Imedashviliთბილისური მარათონი
თბილისური მარათონი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქველმოქმედო მარათონი, რომელიც თბილისში 10–11 ივნისს გაიმართება, მიმართულია ძუძუს კიბოს ადრეული დიაგნოსტიკის პოპულარიზებისა და მის შესახებ ცოდნის დონის ამაღლებისკენ.

თბილისი, 7 ივნისი — Sputnik. ძუძუს კიბოს პრევენციისადმი მიძღვნილი საქველმოქმედო ღონისძიება – „საქართველოს მარათონი სიცოცხლის გადასარჩენად" თბილისში 10–11 ივნისს გაიმართება.

ღონისძიების პირველი დღე სავაჭრო კომპლექს East Point–ში ჩატარდება, ხოლო მეორე – კუს ტბის ტერიტორიაზე. იქ ჩატარდება სპორტული ღონისძიებები მწვრთნელების მონაწილეობით, ყვავილების გამოფენა და ორიგინალური წარმოდგენები, იუწყება საინფორმაციო სააგენტო Новости-Грузия ღონისძიების ორგანიზატორებზე დაყრდნობით.

იმისთვის, რომ მარათონში მშობლები ჩაერთონ, ბავშვებისთვის ორგანიზებული იქნება გართობის ზონები, სადაც ანიმატორები იმუშავებენ.

მარათონში მონაწილეობა ყველა მსურველს შეუძლია – ბილეთის ფასი 20–დან 50 ლარამდე მერყეობს.

სააფთიაქო ჯიხური - Sputnik საქართველო
საქართველოში ქალებისათვის მკერდის კიბოს მკურნალობა ხელმისაწვდომი გახდა

მარათონიდან შემოსული თანხა მთლიანად ძუძუს კიბოთი დაავადებული ადამიანების დასახმარებელ ფონდში ჩაირიცხება.

მარათონს არასამთავრობო ორგანიზაცია „ჰერა" ატარებს. ღონისძიების მიზანია ექიმთა პერმანენტული გამოკვლევის პოპულარიზება, ადრეული დიაგნოსტიკა და ძუძუს კიბოს შესახებ ცოდნის დონის ამაღლება.

ძუძუს კიბო საქართველოში რეპროდუქტიული ასაკის ქალების სიკვდილიანობის ერთ–ერთი მთავარი მიზეზია. 2016 წელს ქვეყანაში სარძევე ჯირკვლის კიბოს 1657 ახალი შემთხვევა იყო რეგისტრირებული.

აქცია–მარათონი საქართველოში ყოველ წელს იმათება და უკვე ტრადიცია გახდა. 2005 წლიდან მარათონი იმართებოდა ქუთაისში, ხოლო 2009 წლიდან – თბილისში. ის უკვე 10 ათასზე მეტ მონაწილეს ითვლის.

ყველა ახალი ამბავი
0