თბილისის საბავშვო ბაღებში რეგისტრაცია ივლისში დაიწყება

© Tbilisi City Hallსაბავშვო ბაღი
საბავშვო ბაღი - Sputnik საქართველო
გამოწერა
თბილისის საბავშვო ბაღებში რეგისტრაცია ორ ეტაპად ჩატარდება - 7 და 14 ივლისს.

თბილისი, 25 მაისი — Sputnik. ბავშვების რეგისტრაცია 2017-2018 სასწავლო-აღმზრდელობითი წლისთვის თბილისის საბავშვო ბაღებში 7 ივლისს დაიწყება.

რეგისტრაცია ელექტრონული ფორმატით ერთი დღის განმავლობაში ჩატარდება, რომელიც ვებ-გვერდზე kids.org.ge 13:00 საათზე დაიწყება, განაცხადა თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს თავმჯდომარე თემურ თორდინავამ ბრიფინგზე.

ერთიანი ეროვნული გამოცდები - Sputnik საქართველო
ერთიანი ეროვნული გამოცდები 3 ივლისს დაიწყება

პირველ ეტაპზე რეგისტრაციას გაივლიან სოციალურად დაუცველი ოჯახების შვილები, ჩვილ ბავშვთა სახლის ბენეფიციარები, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვები, იმ ოჯახების ბავშვები, რომელთა შვილი (შვილები) სარგებლობენ იმავე სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების მომსახურებით, ასევე 2015 წლის 13 ივნისს თბილისში მომხდარი სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახების ბავშვები.

რეგისტრაციის მეორე ეტაპი დაიწყება 14 ივლისს, 13:00 საათზე და რეგისტრაციას გაივლიან იმ ოჯახების ბავშვები, რომლებიც არ შედიან პირველ ეტაპზე დასარეგიტრირებელთა კატეგორიებში.

მთლიანობაში დარეგისტრირდება დაახლოებით 13 ათასი ბავშვი, რაც წინა წლებთან შედარებით უპრეცედენტო რაოდენობაა, განაცხადა თორდინავამ.

თორდინავამ ასევე ისაუბრა სიახლეებზე. 2016 წელს თბილისში აშენდა და გაიხსნა 7 ახალი საბავშვო ბაღი, ამჟამად მიმდინარეობს 10 ბაღის მშენებლობა, რომელთაგან 5 უკვე სექტემბერში გაიხსნება. ხოლო წლის ბოლომდე კიდევ 8 ახალი ბაღის მშენებლობას ჩაეყრება საფუძველი.

"აღსანიშნავია ისიც, რომ ჩვენი ასეთი სისტემური მიდგომით, ნდობა ბაღებისადმი არის მაქსიმალურად გაზრდილი და დღეს ჩვენ ბაღებში 770 სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე აღსაზრდელი გვყავს", — აღნიშნა თორდინავამ.

სააგენტოს ხელმძღვანელმა ასევე აღნიშნა, რომ საბავშვო ბაღებში დანერგილია კვებისა და სანიტარული ნორმების ახალი სტანდარტები, თანამედროვე ინვენტარებით არის აღჭურვილი სამზარეულოები, მოწესრიგდა შიდა და გარე ინფრასტრუქტურა, დაინერგა სპეცპედაგოგების, ფსიქოლოგებისა და ლოგოპედების ინსტიტუტი.

ყველა ახალი ამბავი
0