საქართველოს შახტებში შრომის პირობები მოწმდება

© photo: Sputnik / Alexey Kudenko / გადასვლა მედიაბანკშიშახტა
შახტა - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს ეკონომიკისა და ჯანდაცვის სამინისტროების სპეციალისტთა ჯგუფი ქვეყნის შახტებს კომპლექსურად ამოწმებენ.

თბილისი, 19 მაისი — Sputnik. სამუშაო ადგილების უსაფრთხოების შემოწმება საქართველოს ორ უმსხვილეს საწარმოში — ტყიბულის ქვანახშირის მაღაროსა და ჭიათურის მანგანუმის შახტში მიმდინარეობს.

შემოწმება მინდელის სახელობის ტყიბულის შატხში მომხდარი ავარიის შემდეგ გადაწყდა, როდესაც ოთხი ადამიანი დაიღუპა. არასამთავრობო ორგანიზაციებისა და პროფკავშირების წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ შახტში შრომის უსაფრთხოების პირობები დაცული არ არის.

შრომის პირობებს ეცნობა ასევე კომისია, რომელიც საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარებისა და შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროების მიერ ერთობლივად შეიქმნა. მონიტორინგის ჯგუფში შედიან ეკონომიკის სამინისტროს ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოსა და ჯანდაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის წარმომადგენლები.

Janos Herman - Sputnik საქართველო
ევროკავშირის ელჩი: საქართველოში შრომის ინსპექცია უნდა შეიქმნას

"აღნიშნული ადგილები ორმაგ შემოწმებას გაივლის: ჩაუტარდებათ როგორც ტექნიკური ინსპექტირება, ასევე ზედამხედველობა გაეწევა შრომის პირობებს და შეფასდება, რამდენად შეესაბამება ისინი კანონმდებლობით დადგენილ შრომისა და უსაფრთხოების მოთხოვნებს", — აღნიშნულია ეკონომიკის სამინისტროს პრეს-სამსახურის განცხადებაში.

რა დრო დასჭირდება შემოწმებას, ჯერჯერობით უცნობია. შემოწმების შემდეგ მონიტორინგის ჯგუფი გაწეული სამუშაოს შესახებ ანგარიშს წარმოადგენს.

საქართველოს გაერთიანებული პროფკავშირებისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთობლივი მონაცემებით, 2007-2016 წლებში მთელი ქვეყნის მასშტაბით საწარმოო ტრავმების შედეგად დაიღუპა 416 ადამიანი, ხოლო 716-მა სხეულის მძიმე დაზიანებები მიიღო.

მხოლოდ 2016 წელს 58 ადამიანი დაიღუპა, დაშავდა — 84. 2015 წელს დაიღუპა 42 და დაშავდა 80 ადამიანი. რაც შეეხება მიმდინარე წელს, დაიღუპა 8 ადამიანი, ხოლო სხეულის დაზიანებები მიიღო 10-მა. უბედური შემთხვევების უმეტესობა ხდება სამშენებლო ობიექტებზე, ამას მოსდევს ენერგეტიკის სფერო და სამთო მომპოვებელი დარგი.

ყველა ახალი ამბავი
0