საქართველოს თითოეულ რაიონში სპორტკომპლექსი აშენდება

© photo: Sputnikახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი
ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი - Sputnik საქართველო
გამოწერა
მასობრივი სპორტის განვითარების საქართველოს მთავრობის პროგრამაში პრიორიტეტული რაგბის, ფეხბურთისა და სპორტული ტურიზმის განვითარებაა.

თბილისი, 2 მაისი — Sputnik. უახლოეს პერიოდში თითოეულ რაიონულ ცენტრში სპორტკომპლექსი აშენდება, განაცხადა საქართველოს ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების მინისტრმა ზურაბ ალავიძემ პარლამენტში.

საბაგირო გზა გუდაურში - Sputnik საქართველო
საქართველო იმედოვნებს, რომ სპორტის ზამთრის სახეობების მსოფლიო ჩემპიონატს უმასპინძლებს

მასობრივი სპორტის განვითარების პროგრამა საქართველოს მთავრობის 2016-2020 წლების სამოქმედო პროგრამის ერთ-ერთი პრიორიტეტია, რომელიც სპორტულ ღონისძიებებში ახალგაზრდების აქტიურ ჩართულობასა და ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვას ითვალისწინებს.

„ჩვენ უახლოეს პერიოდში თითოეული მუნიციპალიტეტის ცენტრში სპორტკომპლექსის მშენებლობას ვგეგმავთ. ვამზადებთ პროგრამას, რომელიც 2-3 თვეში მზად იქნება და ამის შემდეგ დავიწყებთ მის განხორციელებას. ეს უახლოეს დროში მოხდება", — განაცხადა ალავიძემ.

საქართველოს მთავრობა გეგმავს დიდი ყურადღება მიაქციოს ქვეყანაში სპორტის განვითარებას, რათა ახალგაზრდების 25% ჩართული იყოს მასობრივ, ხოლო 15% პროფესიონალურ სპორტში. გარდა ამისა, დიდი ყურადღება დაეთმობა ფეხბურთისა და რაგბის განვითარებას. ასევე იგეგმება სპორტული ტურიზმის განვითარება.

დღევანდელი მდგომარეობით, სპორტკომპლექსები და დიდი სტადიონები საქართველოს მხოლოდ რამდენიმე ქალაქშია.

ყველა ახალი ამბავი
0