თბილისი რეგიონის უსაფრთხო ქალაქებს შორის ლიდერობს

© Sputnik / Levan Avlabreliრიყის პარკში ახალგაზრდა მამაკაცი გოგონას ფოტოს უღებს
რიყის პარკში ახალგაზრდა მამაკაცი გოგონას ფოტოს უღებს - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველომ, პორტალ Numbeo-ს შედგენილი Crime Index 2017-ის რეიტინგის თანახმად, უსაფრთხოების თვალსაზრისით საუკეთესო შედეგები აჩვენა.

თბილისი, 25 აპრილი — Sputnik. მსოფლიოს უსაფრთხო ქალაქების რეიტინგში 2017 წელს, 378 ქალაქს შორის თბილისი მე-19 ადგილზე განთავსდა და რეგიონის ქალაქებს წინ გაუსწრო, იუწყება კვლევითი პორტალი Numbeo.

თბილისში დანაშაულის ინდექსმა 19,96 შეადგინა, ხოლო უსაფრთხოების — 80,04.

პანორამა თბილისი - ძველი ქალაქი - Sputnik საქართველო
საქართველომ მსოფლიოს უსაფრთხო ქვეყნების რეიტინგში 29-ე ადგილი დაიკავა

ერევანი 88-ე ადგილზეა, ხოლო ბაქო — 71-ეზე.

რიგ ქვეყნებში უსაფრთხოების ინდექსი რამდენიმე ქალაქის მიხედვით შეადგინეს. მაგალითად, თურქეთში ყველაზე უსაფრთხო ქალაქია ბურსა (29-ე ადგილი). იზმირი 67-ე ადგილზეა, ანტალია — 93-ეზე, ანკარა — 179-ეზე, ხოლო სტამბული — 246-ეზე.

რუსეთში ყველაზე უსაფრთხო ქალაქია სანქტ-პეტერბურგი (42,28 ქულა). მოსკოვი 205-ე ადგილზე განთავსდა, ნოვოსიბირსკი — 239-ეზე, ეკატერინბურგი — 261-ეზე.

Numbeo-ს ვერსიით, ყველაზე უსაფრთხო ქალაქია აბუ დაბი. არაბთა გაერთიანებული საამიროების დედაქალაქში დანაშაულის ინდექსმა 15,51 შეადგინა. მას მოსდევს მიუნხენი (გერმანია), ტაიბეი (ტაივანი), ბაზელი (შვეიცარია), ორჰუსი (დანია), ჰაიდელბერგი (გერმანია), დოჰა (კატარი), სინგაპური (სინგაპური), მანგალური (ინდოეთი) და ციურიხი (შვეიცარია).

ყველაზე საშიშ ქალაქად ვენესუელის დედაქალაქი კარაკასი დასახელდა.

Numbeo მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი მონაცემთა ბაზაა, რომელიც მთელი მსოფლიოს მასშტაბით სხვადასხვა ქალაქებისა და ქვეყნების მომხმარებელთა ინფორმაციაზე დაყრდნობით ყალიბდება.

ყველა ახალი ამბავი
0