08:43 24 სექტემბერი 2018
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.0854
  • 100 RUB3.9340
  • USD2.6216
ქარიშხალი

უამინდობა საქართველოში: დასავლეთში ძლიერმა ქარმა პრობლემები შექმნა

© Sputnik / Alexander Imedashvili
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
8012

თბილისი, 23 აპრილი — Sputnik. სტიქიამ დღეს დასავლეთ საქართველოს რაიონებში მნიშვნელოვანი პრობლემები შექმნა.

ოზურგეთის რაიონში მოთხრილია ხეები, ამის გამო ჩახერგილია გზები, სახლებს გადახდილი აქვს სახურავები, მათ შორის ოზურგეთის დრამატული თეატრის შენობას, რომელშიც ამჟამად რემონტი მიმდინარეობს. დაზიანებულია ინფრასტრუქტურა, წაქცეულია ელექტროგადამცემი ხაზების ბოძები, აღნიშნულია ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის Facebook–გვერდზე.

განსაკუთრებით რთული მდგომარეობაა დაბა ნასაკირალში, სადაც რამდენიმე მრავალსართულიან საცხოვრებელ ბინას სახურავი აქვს ახდილი. ამის შესახებ Facebook–გვერდზე დაბა ნასაკირალის საკრებულოს დეპუტატი ბესიკ ქათამაძე წერს.

საგანგებო რეჟიმში მუშაობენ ლანჩხუთსა და ჩოხატაურშიც, სადაც რამდენიმე საათით შეწყვეტილი იყო ელექტროენერგიის მიწოდება.

შექმნილია საგანგებო შტაბი. შესაბამისი კომისიები ზარალს ითვლიან.

ასევე მძიმე მდგომარეობაა ზუგდიდის რაიონში.

როგორც ზუგდიდის მუნიციპალიტეტის პრეს–სამსახური იუწყება, ძლიერი ქარის შედეგად ზუგდიდის მუნიციპალიტეტის რამდენიმე ადმინისტრაციულ ერთეულს ელექტრო ენერგიის მიწოდება შეუწყდა. მოგლეჯილია ხეები ნაცატუში, ტყაიაში, ჩხორიაში, ინგირში, ზედაეწერში, რუხში, რიყესა და ჭკადუაშში.

"სპეციალური ჯგუფი უკვე შექმნილია და ვითარების გამოსასწორებლად საველე სამუშაოები მიმდინარეობს", – აღნიშნულია პრეს–სამსახურის ინფორმაციაში Facebook–გვერდზე.

ძლიერმა ქარმა პრობლემები შექმნა აჭარაშიც. სოფელ ჭარნალში ქარმა საცხოვრებელი სახლი მთლიანად დაშალა. ასევე რამდენიმე სახლს სახურავი გადახადა, მოგლიჯა ხეები.

ქობულეთის მუნიციპალიტეტის პრეს–სამსახურის ინფორმაციით, ძლიერმა ქარმა დააზიანა რამდენიმე მრავალბინიანი და საცხოვრებელი სახლის სახურავი, ასევე დაზიანდა ელექტროგადამცემი ხაზები. ელექტროენერგია 2000-მდე აბონენტს არ მიეწოდება.

მათივე ინფორმაციით, სტიქიასთან დაკავშირებით შეკრებილია შტაბი, რომელიც საგანგებო რეჟიმში მუშაობს. მობილიზებულია სამაშველო ბრიგადები და მობილური ჯგუფები.

სინოპტიკოსების პროგნოზით, საქართველოში უამინდობა რამდენიმე დღე გაგრძელდება.

 

მთავარი თემები